აშშ, კანადა და იაპონია | საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა მზადება დაიწყო
დღეიდან ბორჯღალოსნები „შევარდენის“ სანაკრებო ბაზაზე შეიკრიბებიან და 2025 წელის შემოდგომის ტესტ-მატჩებისთვის მზადებას შეუდგებიან.
გუნდის მთავარმა მწვრთნელმა რიჩარდ ქოქრილმა გაფართოებულ შემადგენლობაში 35 მორაგბეს უხმო, საიდანაც 20 მორკინალი, 15 კი ხაზის მოთამაშეა. მათგან 19 ლეგიონერია - 18 საფრანგეთიდან და ერთი ინგლისიდან, 16 კი ‘შავ ლომს’ წარმოადგენს.
ნოემბერში საქართველოს სამივე საშინაო შეხვედრა ელის - ორი ბათუმში და ერთი თბილისში. შემოდგომის ტესტებს 8 ნოემბერს ბათუმში, „აჭარაბეთ არენაზე“ ვიწყებთ და აშშ-ს დავუხვდებით; 15 ნოემბერს იქვე ვეთამაშებით კანადას; 22 ნოემბერს ბორჯღალოსნები უკვე თბილისში გადმოინაცვლებენ და „მიხეილ მესხზე“ ტიერ1-ის გუნდს, იაპონიას შეერკინებიან. ნოემბრის სამივე შეხვედრა 16 საათზე დაიწყება.
ბორჯღალოსნები შემოდგომის ტესტებზე
შერკინება: ნიკა აბულაძე (მონპელიე),დავით აბდუშელიშვილი (შავი ლომი), გიორგი თეთრაშვილი (პერპინიანი), ირაკლი აფციაური (ლიონი), ლუკა ჯაფარიძე (მონპელიე), ბექა გიგაშვილი (ტულონი), კახაბერ დარბაიძე (შავი ლომი), ვანო კარკაძე (ოიონა), ირაკლი ქვათაძე (შავი ლომი), შალვა მამუკაშვილი (შავი ლომი); მიხეილ ბაბუნაშვილი (შავი ლომი), ლადო ჩაჩანიძე (მონ დე მარსანი), დემურ ეფრემიძე (შავი ლომი), თემურ წულუკიძე (ოიონა); ბექა გორგაძე (პო), ლუკა ივანიშვილი (ბრისტოლი), ბექა საღინაძე (ლიონი), ილია სპანდერაშვილი (ვალანსი), სანდრო მამამთავრიშვილი (შავი ლომი), გიორგი სინაურიძე (შავი ლომი);
ხაზი: ვასილ ლობჟანიძე (ოიონა), გელა აფრასიძე (პერპინიანი), თენგიზ პერანიძე (შავი ლომი), ლუკა მატკავა (ოიონა), თედო აბჟანდაძე (ორიაკი), გიორგი კვესელაძე (გრენობლი), დემე თაფლაძე (შავი ლომი), თორნიკე კახოიძე (შავი ლომი), გიორგი შველიძე (ბრივი), ზაურ ლუტიძე (შავი ლომი), აკაკი ტაბუცაძე (შავი ლომი), ალექსანდრე თოდუა (შავი ლომი), შალვა აფციაური (შავი ლომი), დავით ნინიაშვილი (ლა როშელი), ლუკა ცირეკიძე (შავი ლომი).