23-წლამდე ძიუდოს ევროპის ჩემპიონატი | ბერუაშვილის დასანანი მარცხი ფინალში
Aa
Aa

23-წლამდე ძიუდოს ევროპის ჩემპიონატი | ბერუაშვილის დასანანი მარცხი ფინალში

მოლდოვის რესპუბლიკის დედაქალაქში, კიშინიოვში ძიუდოს 23-წლამდე ევროპის ჩემპიონატი მიმდინარეობს. ტურნირის პირველ დღეს საქართველოს ნაკრებმა სამი მედალი მოიპოვა. ნინო ლოლაძისა და მათე გოგობერიშვილის შემდეგ მედალი მათე ბერუაშვილმა აიღო.

ქართველი ჯუდოკა ფინალში გავიდა და რუმინელ იოან ძიტაცს დაუპირისპირდა. ბერუაშვილი ვაზარით იგებდა, მაგრამ სამწუხაროდ, უპირატესობა ვერ შეინარჩუნა, იპონით წააგო და ვერცხლის მედალს დასჯერდა.

ბერუაშვილამდე, ბრინჯაოს მედლის აღების შანსი ჰქონდა გიორგი ლოლაძეს. ეს უკანასკნელი რეპეშაჟში ოთარი კვანტიძეს შეხვდა და გამარჯვება პორტუგალიის სახელით მოასპარეზე ჯუდოკას დარჩა.

ცნობისთვის, ტურნირის მეორე დღეს საქართველოს სახელით ლიზი კვარცხავა, ნიკოლოზ დავლაძე, გიორგი ჯაბნიაშვილი, გიორგი ხმალაძე, კოტე კაპანაძე, შალვა გურეშიძე და საბა ქარდავა იასპარეზებენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
სპალეტი ნაპოლის ტატუზე: ეს ქალაქი სამუდამოდ დარჩება ჩემს გულში
სპალეტი ნაპოლის ტატუზე: ეს ქალაქი სამუდამოდ დარჩება ჩემს გულში