ნინო ლოლაძე
Aa
Aa

23-წლამდე ევროპის ჩემპიონატი | ლოლაძის ბრინჯაო და გოგობერიშვილის ვერცხლი

მოლდოვის დედაქალაქ კიშინიოვში, 23-წლამდე ჯუდოკებს შორის, ევროპის ჩემპიონატი დაიწყო. ტურნირის პირველ დღეს, ნინო ლოლაძემ და მათე გოგობერიშვილმა მედლები დაისაკუთრეს. ლოლაძემ ბრინჯაო აიღო, გოგობერიშვილმა - ვერცხლი.

-60 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოასპარეზე გოგობერიშვილმა მეორე წრეში იუნუს ემრე ესენბოგას მოუგო, შემდეგ იეჰონათან ვეკსლერი დაამარცხა და ნახევარფინალში კსავერი იგნასიაკს სძლია. ფინალში ქართველი ჯუდოკა ვაჰე აღასიანს დაუპირისპირდა და სამწუხაროდ, ბოლო წამებზე წააგო.

ნინო ლოლაძემ პირველი შეხვედრა ვანესა ტოლეასთან გამართა, შემდეგ კი ჯულია კარნასთან დამარცხდა. ქართველი ჯუდოკა რეპეშაჟში გადაერთო, სადაც იევგენია გაიჩს მოუგო და ბრინჯაოს მედალი სნეჟანა გრამატიკოვას დამარცხებით დაისაკუთრა.

ცნობისთვის, მედლების აღების შანსი კიდევ ორ ჯუდოკას აქვს. გიორგი ლოლაძე ბრინჯაოსთვის იბრძვის, ხოლო მათე ბერუაშვილი - ოქროსთვის.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მთავარია შიშს მოერიო და პოზიტიურად გარდაქმნა | ენრიკე ნიცასთან მატჩის წინ
მთავარია შიშს მოერიო და პოზიტიურად გარდაქმნა | ენრიკე ნიცასთან მატჩის წინ