მოჰამედ სალაჰი, ჯონ ობი მიკელი
Aa
Aa

„ჟოტას გამო ვერ გავაკრიტიკებ“ - ობი მიკელმა სალაჰზე ისაუბრა

მართალია „ბრენტფორდთან“ (2:3) მოჰამედ სალაჰმა თავის გამოჩენა და ხანგრძლივი უგოლო სერიის დასრულება შეძლო, მაგრამ ეს მის გუნდს გამარჯვებაში, ან თუნდაც ქულის აღებაში ვერ დაეხმარა. ყველა მიიჩნევს, რომ „ლივერპულის“ ეგვიპტელი ლიდერი შარშანდელი სეზონის აჩრდილია და მისი ასპარეზობა ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს. ასეთივე აზრზეა ჯონ ობი მიკელიც, თუმცა ის სალაჰის გაკრიტიკებას ერიდება და მიზეზად შემდეგს ასახელებს:

„გეთანხმებით და მეც ვთვლი, რომ მოჰამედ სალაჰი თავისი შესაძლებლობების 20 პროცენტსაც ვერ აჩვენებს, მაგრამ ეს მისი ბრალი არ არის. კარგად ვიცნობ და ვიცი, რამდენად დიდი მოყვარულია დისციპლინის, როგორ უყვარს ფეხბურთი და რამდენად ბევრს გააკეთებს „ლივერპულისთვის“. მისი ცუდი პერიოდი დიოგო ჟოტას ტრაგიკული სიკვდილით არის განპირობებული, რომელთანაც როგორც ვიცი, ძალიან მეგობრობდა. სწორედ ამიტომ, არც მოს და არც „ლივერპულის“ თამაშის გაკრიტიკებას ჯერჯერობით არ ვაპირებ“.

შეგახსენებთ, რომ დიოგო ჟოტა 3 ივნისს, ძმასთან ერთად ავტოკატასტროფაში დაიღუპა. მოჰამედ სალაჰს კი ბოლო შვიდ შეხვედრაში მხოლოდ ერთი გოლი აქვს გატანილი.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
სლოტმა დაადასტურა, რომ ლივერპულმა პირობა შეასრულა | ჟოტას ოჯახმა თანხა მიიღო
სლოტმა დაადასტურა, რომ ლივერპულმა პირობა შეასრულა | ჟოტას ოჯახმა თანხა მიიღო