რამაზ სვანაძე
Aa
Aa

ჯაფარიძის დებიუტი | რამაზ სვანაძის რჩეული 11-ეული ცნობილია

საქართველოს 21-წლამდე ნაკრები ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე მესამე მატჩს სტუმრად მალტასთან გამართავს. ლატვიასთან გამართული მატჩისგან განსხვავებით მთავარმა მწვრთნელმა რამაზ სვანაძემ დაჩი ლორთქიფანიძე და ალეკო ბასილაძე სკამზე დასვა, გურამ ჯაფარიძე ახალგაზრდულ ნაკრებში პირველად ითამაშებს, სასტარტოშია. ასევე, ცენტრფორვარდის პოზიციაზე დავით გოცირიძის ნაცვლად დიეგო დეისაძეს ვიხილავთ.

სასტარტო შემადგენლობას დანიური „ვეილეს'' ფეხბურთელი გიორგი ტაბატაძე დაუბრუნდა, რომელმაც პირველ ტურში ჩრდილოეთ ირლანდიასთან 90 წუთი ითამაშა, ლატვიასთან ცვლილებაზე გამოვიდა.

საქართველოს 21-წლამდე ნაკრების სასტარტო 11-ეული: მაქაცარია, ხარებაშვილი, ნარიმანიძე, ლაცაბიძე (კაპიტანი), ბუკია, იეგოიანი, დადიანი, ჯაფარიძე, წულუკიძე, დეისაძე, ტაბატაძე

2 ტურის შემდეგ საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების აქტივში 2 ქულაა, არ მოგვიგია და არც დავმარცხებულვართ, ჩრდილოეთ ირლანდიასთან შინ და ლატვიასთან სტუმრად ფრედ 1:1 ვითამაშეთ.

მალტა - საქართველოს 21-წლამდელების მატჩი 21:00 საათზე დაიწყება.

ფოტო: Nakrebi.ge

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მათთვის ფინალია, ჩვენთვის კი...“ | თურქეთის ფეხბურთის ფედერაციის მმართველი ნაკრებს შეხვდა
„მათთვის ფინალია, ჩვენთვის კი...“ | თურქეთის ფეხბურთის ფედერაციის მმართველი ნაკრებს შეხვდა