რამაზ სვანაძე, ირაკლი იეგოიანი, სანდრო ნარიმანიძე, საბა ხარებაშვილი, გიორგი ტაბატაძე, ალეკო ბასილაძე, ნიკოლოზ დადიანი
Aa
Aa

მალტას 5 გოლი გავუტანეთ | 21-წლამდე ნაკრების დამაჯერებელი გამარჯვება

ევროპის 21-წლამდე ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე რამაზ სვანაძის გაწვრთნილმა საქართველოს ნაკრებმა პირველი გამარჯვება მოიპოვა, სტუმრად მალტასთან მთელი მატჩის განმავლობაში დომინირებდა, 5 უპასუხო გოლი გაიტანა, სრულიად დამსახურებულად მოიგო, კითხვები არ არსებობს.

გოლები საბა ხარებაშვილის, ნიკოლოზ დადიანის, გიორგი ტაბატაძის, სანდრო ნარიმანიძისა და ალეკო ბასილაძის ანგარიშზეა. ხუთივე ფეხბურთელმა 21-წლამდე ნაკრებში სადებიუტო გოლი შეაგდო. განსაკუთრებით შთამბეჭდავი დადიანის და ტაბატაძის გოლები იყო, დადიანმა შორიდან უძლიერესად დაარტყა, ტაბატაძემ ცაციათი ლამაზად მოჭრა.

ლატვიასთან გამართული მატჩისგან განსხვავებით მთავარმა მწვრთნელმა რამაზ სვანაძემ დაჩი ლორთქიფანიძე, ალეკო ბასილაძე და დავით გოცირიძე სათადარიგოთა სკამზე დასვა. გურამ ჯაფარიძემ ახალგაზრდულ ნაკრებში პირველად ითამაშა, სასტარტოში იყო. ასევე, სასტარტო 11-ეულს დიეგო დეისაძე და გიორგი ტაბატაძე დაუბრუნდნენ.

მიუხედავად იმისა, რომ იეგოიანს გოლი არ გაუტანია, დიდი სამუშაო შეასრულა, ცენტრში ბევრი იშრომა და მის ორ გადაცემას გოლი მოჰყვა, დადიანისა და ბასილაძის. გასულ ზაფხულში ევროპის 21-წლამდე ჩემპიონატზე ითამაშა, ნიდერლანდების ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში გამოდის, მისი გამოცდილება 21-წლამდე ნაკრებს გამარჯვებაში დაეხმარა, მისი როლი კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ახლა იყო, როცა ნაკრების კიდევ ერთი გამოცდილი ფეხბურთელი გაბრიელ სიგუა ტრავმირებულია,

საქართველოს 21-წლამდე ნაკრების სასტარტო 11-ეული: მაქაცარია, ხარებაშვილი, ნარიმანიძე, ლაცაბიძე (კაპიტანი), ბუკია (ქარსელაძე 83), იეგოიანი, დადიანი, ჯაფარიძე (ბასილაძე 77), წულუკიძე (ლორთქიფანიძე 77), დეისაძე (გოცირიძე 69), ტაბატაძე (პარკაძე 69)

საწყისი სამი მატჩის შემდეგ საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების აქტივში 5 ქულაა, ჩრდილოეთ ირლანდიასთან შინ და ლატვიასთან სტუმრად 1:1 ვითამაშეთ. 

3 ტურის შემდეგ საბერძნეთი 9 ქულით პირველ ადგილზეა, გერმანია 6 ქულით მეორეზე, საქართველოს აქტივში 5 ქულაა, ლატვიამ მხოლოდ 1 ქულა მოიპოვა, მალტა უქულოდ გამოკვეთილი აუტსაიდერია.

ნოემბერში რამაზ სვანაძის გუნდს რთული მატჩები ელის, ლიდერ საბერძნეთს ესტუმრება (14 ნოემბერი), ჯგუფის ფავორიტ გერმანიას უმასპინძლებს (18 ნოემბერი).

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ეს ქართველი იპოვეს“ | ესპანელი ჟურნალისტი ტაბატაძეზე
„ეს ქართველი იპოვეს“ | ესპანელი ჟურნალისტი ტაბატაძეზე