კილიან მბაპე, ლამინ იამალი
Aa
Aa

მინდორზე ბრწყინვალეა, ცხოვრებაში 18 წლის ბავშვია | მბაპემ იამალზე ისაუბრა

მადრიდის „რეალის’’ სუპერვარსკვლავმა კილიან მბაპემ ესპანურ მედიასთან (Fútbol en Movistar Plus+) ლამინ იამალის შესახებ ისაუბრა. ფრანგის თქმით, 18 წლის ასაკში შეცდომას ყველა უშვებს, შეცდომებისგან სწავლობენ. ხალხი მის პირად ცხოვრებაზე ბევრს საუბრობს. მბაპეს აზრით, იამალს თავი უნდა დაანებონ და პირად ცხოვრებასთან მარტო დატოვონ.

„აჩვენა რომ ფეხბურთი ნამდვილად უყვარს. ფეხბურთისადმი ეს ძლიერი ვნება არასდროს უნდა დაკარგოს. რაც შეეხება პირად ცხოვრებას, ეს მისი პერსონალური საქმეა. ხალხი მის პირად ცხოვრებაზე ბევრს საუბრობს, მაგრამ ის მხოლოდ 18 წლისაა. ამ ასაკში შეცდომებს ყველა უშვებს და შეცდომებისგან სწავლობენ.  ფეხბურთში ბრწყინვალე მოთამაშეა, მაგრამ ცხოვრებაში 18 წლის ბავშვია. ფანტასტიკურია რასაც ის მოედანზე აკეთებს.

საოცრად ნიჭიერია. იმედი მაქვს, ამ გზას გააგრძელებს და იმ წარმატებებს მიაღწევს, რასაც იმსახურებს. მას მხოლოდ ფეხბურთზე ფოკუსირება სჭირდება’’.

გასულ ზაფხულში ლამინ იამალმზე 18 წლის იუბილეზე აკონდროპლაზიით დაავადებული ადამიანები(შეზღუდული ზრდის მქონე ადამიანები) შოუსთვის დაიქირავა, ამ სკანდალურ ფაქტს ესპანეთში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ასევე,  მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე „ფურია როხამ“ სტუმრად თურქეთს მოუგო. ლამინ იამალმა თურქეთში პასპორტი დაკარგა და მას დიდი ხნის განმავლობაში ეძებდა. სოციალურ ქსელებში ვიდეოც გავრცელდა, რომელშიც ჩანს, რომ „ფურია როხას“ ავტობუსი დაყოვნდა, რადგან იამალი პასპორტს ეძებდა. მოკლედ, აღნიშნული ფაქტების გამო იამალს აკრიტიკებდნენ.

ლამინ იამალმა გასულ ზაფხულში, საკუთარ იუბილეზე „ბარსას'' პრესსამსახურთან საუბარში განაცხადა: „მსურს იგივე მივიღო, რაც 16 და 17 წლის ასაკში მივიღე. ჩემს ტიტულებს მუნდიალისა და ჩემპიონთა ლიგის თასი აკლია. ჩემი ხასიათი მეუბნება, რომ უნდა გავიდე და გავიმარჯვო. ბევრს არ ვფიქრობ იმაზე, რომ წინ ბევრი წელი მაქვს, მინდა ახლა გავიმარჯვო და ამისთვის ყველაფერს გავიღებ. ქომაგებს ვეტყვი, რომ თამაშში ვართ, ვიბრძოლებთ. ჩემპიონთა ლიგის თასს სახლში უეჭველად დავაბრუნებთ’’.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ვარჯიშებზე არ მელაპარაკებოდა, ღამე მწერდა წადიო“ | მხითარიანის ისტორია ჟოზეზე
„ვარჯიშებზე არ მელაპარაკებოდა, ღამე მწერდა წადიო“ | მხითარიანის ისტორია ჟოზეზე