მაიკ მენიო
Aa
Aa

იუვენტუსს მილანის მეკარის დამატება სურს

„იუვენტუსი“  ზაფულში „მილანის“ მეკარის, მაიკ მენიოს დამატებას განიხილავს.

როგორც იტალიური მედია წერს, ფრანგმა გოლკიპერმა, შესაძლოა სეზონის ბოლოს კლუბი დატოვოს, რადგან მისი კონტრაქტის გახანგრძლივების შესახებ მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა. თუ ახალი ხელშეკრულება არ გაფორმდება, მენიო  2026 წლის 1 ივლისიდან, თავისუფალი აგენტი გახდება.

როგორც იწერება, ტურინელებმა  საჭირო ინფორმაცია მოაგროვეს და მზად არიან, მაიკისთვის ბრძოლაში ჩაერთონ. კლუბი გუნდის გასაძლიერებლად გამოცდილ და ქარიზმატულ მოთამაშეებს ეძებს.

ყველაფერი დამოკიდებული იქნება ფეხბურთელის სურვილებსა და მის ფინანსურ მოთხოვნებზე: ამჟამად მენიო 2.8 მილიონ ევროს გამოიმუშავებს და საგადასახადო შეღავათებით სარგებლობს.

ამ ზაფხულს მილანელებმა მაიკი „ჩელსიში“ არ გაყიდეს. გარდა ამისა, მის მიმართ ინტერესს „ბაიერნიც“ იჩენს.

შეგახსენებთ, რომ  30 წლის ფრანგი მეკარე იტალიური გუნდის ღირსებას 2021 წლიდან იცავს. Transfermarkt-ზე მისი საბაზრო ღირებულება 25 მილიონ ევროს შეადგენს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„სუპერლიგის პირობებში ხვიჩა პსჟ-ში ვერასოდეს მოხვდებოდა“ - ჩეფერინი
„სუპერლიგის პირობებში ხვიჩა პსჟ-ში ვერასოდეს მოხვდებოდა“ - ჩეფერინი