ჟორჟე ჟეზუსი: რონალდუ პორტუგალიის სიმბოლოა
ჟორჟე ჟეზუსმა კრიშტიანუ რონალდუს პორტუგალიის სიმბოლო უწოდა.
„მსოფლიოში არავის არ აქვს ოდნავი წარმოდგენაც კი, თუ როგორი ადამიანია რონალდუ. არც მე ვიცოდი, ახლა კი ვიცი. ეს საოცარია!ის, უდავოდ, პორტუგალიის სიმბოლოა. ქვეყნის ნებისმიერ წერტილში, სადაც ის ჩადის, სასტუმროს კარებთან ასობით ადამიანი იკრიბება, რათა უბრალოდ დაინახოს, როგორ ჩაივლის“, – თქვა „ალ-ნასრის“ მთავარმა მწვრთნელმა.
2 დღის წინ, პორტუგალიის ნაკრების კაპიტანმა Portugal Football Globes დაჯილდოების ცერემონიაზე პორტუგალიურ ფეხბურთში შეტანილი წვლილისთვის სპეციალური ჯილდო მიიღო.
22 წელია, ნაკრებში ვთამაშობ და ეს ყველაფერზე მეტყველებს. არაერთხელ მითქვამს, რომ შემეძლოს, მხოლოდ ნაკრებში ვითამაშებდი, ვინაიდან ეს ფეხბურთელის კარიერის უმაღლესი მწვერვალია“, - თქვა რონალდუმ.
შეგახსენებთ, რომ 40 წლის კრიშტიანუ ამჟამად „ალ-ნასრში“ თამაშობს და არაბული გუნდის ღირსებას 2023 წლიდან იცავს. მიმდინარე სეზონში მან 6 მატჩი ჩაატარა, 5 გოლი გაიტანა და 1 ასისტი მიითვალა.