„წარმატებები მომდევნო ორ მატჩში“ | ილია თოფურია ესპანეთის ნაკრების ფეხბურთელებს შეხვდა
მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მომდევნო შეხვედრაში ესპანეთის ეროვნული ნაკრები საქართველოს დაუპირისპირდება. მატჩის დაწყებამდე UFC-ის მსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონი, ილია თოფურია ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის ბაზას, „სიუდად დელ ფუტბოლ დე ლას როსასს“ ესტუმრა.

ოფიციალურ განცხადებაში ნათქვამია, რომ ილია გაეცნო აქტივობებს, რომლებიც საფეხბურთო ცენტრში ტარდება და მოგვიანებით, ფედერაციის პრეზიდენტთან ერთად „ფურია როხას“ ვარჯიშსაც დაესწრო. თოფურია ესპანეთის ნაკრების ფეხბურთელებსა და მწვრთნელებს შეხვდა და მათ წარმატება უსურვა.

„რწმენითა და თავდადებით ყველაფერი შესაძლებელია. მომდევნო ორ შეხვედრაში ყველაფერ საუკეთესოს გისურვებთ, რადგან თქვენი წარმატება თითოეული ჩვენგანის წარმატებაა“, - უთხრა თოფურიამ „ფურია როხას“ მოთამაშეებს. ილიამ მათგან საჩუქარი მიიღო - „ელ მატადორს“ 1-ნომრიანი მაისური გადასცეს, რომელზეც ხელმოწერა ყველა ფეხბურთელმა დატოვა.
????⚽️ ¡¡Una mañana entre campeones en Las Rozas!!
— Selección Española Masculina de Fútbol (@SEFutbol) October 10, 2025
El peleador @Topuriailia ha visitado la sede de la @rfef, donde ha sido recibido por su presidente, Rafael Louzán, y después se ha pasado por el entrenamiento de la @SEFutbol para saludar al grupo.#VamosEspaña | #CopaMundialFIFA pic.twitter.com/2XGqPC7Z5E
შეგახსენებთ, რომ „ჯვაროსნებისა“ და „ფურია როხას“ დაპირისპირება 22:45-ზე დაიწყება, ზუსტად 3 დღეში კი ჩვენი გუნდი იზმიტში, თურქეთის ნაკრებს შეხვდება.