„დანაკლისი? ყველა პოზიციაზე შესანიშნავი ფეხბურთელები გვყავს“ - მერინო
ესპანეთის ნაკრების ნახევარმცველმა, მიკელ მერინომ საქართველოსთან მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა და ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.
მიკელ მერინო:
„როდესაც გაკლია ისეთი ფეხბურთელები, როგორიცაა ლამინ იამალი ან ნიკო უილიამსი, ეს ყოველთვის იგრძნობა. საბედნიეროდ, ჩვენ ყველა პოზიციაზე გვყავს შესანიშნავი ფეხბურთელები, და დარწმუნებული ვარ, რომ ვინც არ ითამაშოს, მაქსიმალურად დაიხარჯება.
ფიფას რეიტინგზე არ გვისაუბრია. კარგია, რომ პირველ პოზიციაზე ვართ, მაგრამ ამის გამო ზეწოლას არ ვგრძნობთ. სკამზე ჯდომა არც ერთ ფეხბურთელს არ მოსწონს. ამბიციური ფეხბურთელები გვყავს და ყველას სურს, აჩვენოს საკუთარი მაღალი დონე, თუმცა რეალობა ისაა, რომ ასეთივე ამბიციები სხვა ფეხბურთელებსაც აქვთ, კონკურენციის დონე კი ძალიან მაღალია, რაც ყველას მაქსიმუმის ჩვენებისკენ უბიძგებს“.
ცნობისთვის, საქართველოსთან მატჩში „ფურია როხას’’ როდრი, ნიკო უილიამსი, გავი, ლამინ იამალი, ფაბიან რუიზი, დანი კარვახალი, ფერმინ ლოპესი, დინ ჰუისენი და დანი ოლმო ვერ დაეხმარებიან.
2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპი
11 ოქტომბერი, ელჩე | ესპანეთი - საქართველო | 22:45
14 ოქტომბერი, იზმითი | თურქეთი - საქართველო | 22:45