მერაბ დვალიშვილი, შონ ომალი
Aa
Aa

ო'მალი: “ერთადერთი ვარ, ვისაც დვალიშვილის დამარცხება შეუძლია“

UFC-ს სუპერმსუბუქი დივიზიონის მებრძოლმა, შონ ო’მალიმ მერაბ დვალიშვილის შესახებ ისაუბრა. ამერიკელს ქართველთან კიდევ ერთხელ სურს დაპირისპირება.

ო’მალი:

„დვალიშვილი საკუთარ დარტყმებში ძალიან თავდაჯერებულია. ასეთ დროს მეტოქე იხევს უკან, ან – დარტყმებს ცვლის. მერაბი კი ყველა შემთხვევაში გამარჯვებული რჩება. იმისათვის, რომ დვალიშვილი დაამარცხო, ის ერთი გადამწყეტი დარტყმა უნდა გაატარო.

არ მიყვარს ამის თქმა, მაგრამ ერთადერთი ვარ, ვისაც მისი დამარცხება შეუძლია. უბრალოდ მომეცით ბრძოლა თეთრ სახლში. მესმის, რომ მერაბთან შეხვედრამდე რამდენიმე დაპირისპირების მოგება მომიწევს, მაგრამ უახლოეს მომავალში ვერავის ვხედავ, ვინც მას მოუგებს“

შეგახსენებთ, რომ მერაბ დვალიშვილმა შონ ო’მალი ორჯერ დაამარცხა. პირველ შემთხვევაში ქართველმა ქულებით მოიგო, მეორედ კი – მახრჩობელათი. ასევე გეტყვით, დვალიშვილმა UFC 320-ზე ქამარი კორი სენდჰეგენთან მესამედ დაიცვა.

მსგავსი სიახლეები