ალექს პერეირა, მაგომედ ანკალაევი
Aa
Aa

„ბევრი პრობლემა ჰქონდა, არ უნდა ეჩხუბა“ | აბდელ აზიზი პერეირასა და ანკალაევის ბრძოლაზე

მაგომედ ანკალაევის მენეჯერმა, ალი აბდელ აზიზმა ალექს პერეირაზე ისაუბრა. აბდელ აზიზის თქმით, ანკალაევს „პოატანის“ წინააღმდეგ UFC 320-ზე არ უნდა ეჩხუბა და ორთაბრძოლა უნდა გადაეტანა.

„პერეირამ რემატჩი მოიგო. ალექსს და მის გუნდს გამარჯვებას ვულოცავ. მის მწვრთნელებსა და მენეჯერს ვიცნობ და მათ უდიდეს პატივს ვცემ. ყველაფერს ვაკეთებ, რათა ანკალაევს დავეხმარო. შეურაცხყოფა არავისთვის მიმიყენებია და ანკალაევმა ყველაფერზე თანხმობა თქვა, რაც დავწერეთ.

მარცხს ნამდვილი კაცებივით ვიღებთ. ალექსთან არანაირი პრობლემა არ მაქვს და პატივს ვცემ ყველაფერს, რასაც მიაღწია. მოსამზადებელი კემპისას ანკალაევს ბევრი რამ დაემართა, მაგრამ ამაზე არავინ ლაპარაკობს. პირადად მე რომ ვიღებდე გადაწყვეტილებებს, კონკრეტული მიზეზების გამო, ის UFC 320-ზე არ იჩხუბებდა, მაგრამ არჩევანი მან გააკეთა.“

შეგახსენებთ, რომ ანკალაევი პერეირასთან პირველივე რაუნდში დამარცხდა. „პოატანმა“ მოქმედ ჩემპიონს მარჯვენა ხელი ძლიერად მოარტყა, შემდეგ კი იდაყვებით ურტყამდა და ოქტაგონის მსაჯმა, ჰერბ დინმა ჩხუბის გაჩერება გადაწყვიტა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ასეთი არაფერი მინახავს, მასთან ჩხუბი საშინელებაა“ | ტომ ასპინალი დვალიშვილზე
„ასეთი არაფერი მინახავს, მასთან ჩხუბი საშინელებაა“ | ტომ ასპინალი დვალიშვილზე