ფლორიან ვირცი, ნიკ ვოლტემადე
Aa
Aa

„ჩვენი კლუბი ისევ მიმზიდველია“ - ბაიერნის დირექტორი ჩაშლილ ტრანსფერებზე

გასული ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს „ბაიერნი“ როგორც ფლორიან ვირცის, ასევე ნიკ ვოლტემადეს დამატებით იყო დაინტერესებული, თუმცა პირველმა მათგანმა არჩევანი „ლივერპულის“, ხოლო მეორემ „ნიუკასლის“ სასარგებლოდ გააკეთა. აქედან გამომდინარე, ჩამოყალიბდა მოსაზრება იმის თაობაზე, რომ „რეკორდმაისტერი“ ფეხბურთელებში ძველებური პოპულარობით აღარ სარგებლობს, რამაც ამ კლუბის გენერალური დირექტორი იან კრისტიან-დრეზენი უზომოდ გააღიზიანა და კრიტიკოსებს ასეთი პასუხი გასცა:

„ეს გაზვიადებული ნათქვამია და რეალობას არ შეესაბამება. „ბაიერნი“ იყო, არის და რჩება მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე მიმზიდველ კლუბად, რის დასტურადაც ფაქტებს მოგიყვანთ. კი ბატონო, ვირცი და ვოლტემადე პრემიერლიგაში თამაშის პერსპექტივამ მოხიბლა, მაგრამ არ დაგავიწყდეთ, რომ ინგლისში მოთამაშე ლუის დიასმა და ნიკლას ჯექსონმა არჩევანი ჩვენს სასარგებლოდ გააკეთეს. გარდა ამისა, ორი წლის წინ ამ ჩემპიონატის საუკეთესო ფორვარდი ჰარი კეინი დავიმატეთ“.

შეგახსენებთ, რომ „ბაიერნი“ ხუთი ტურის შემდეგ გერმანიის ბუნდესლიგას ქულათა მაქსიმუმით ლიდერობს. მომდევნო შეხვედრას მიუნხენელები დღეს, სტუმრად ფრანკფურტის „აინტრახტთან“ გამართავენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
თამაშზე მეტი გოლი - კეინმა კრიშტიანუს და ჰოლანდს აჯობა
თამაშზე მეტი გოლი - კეინმა კრიშტიანუს და ჰოლანდს აჯობა