ჰარი კეინი, დუშან ვლაჰოვიჩი
Aa
Aa

ვლაჰოვიჩმა შესაძლოა კეინი შეცვალოს

მიუნხენის „ბაიერნი“ დუშან ვლაჰოვიჩზე ინფორმაციას აგროვებს.

მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ „იუვენტუსმა“ შესაძლოა 25 წლის სერბი ფეხბურთელი იანვარში გაყიდოს. მის კონტრაქტს ტურინულ კლუბთან ვადა მომავალ ზაფხულს ეწურება.

„როდესაც „ბაიერნი“ ლევანდოვსკის შემცვლელს ეძებდა, უკვე აწარმოებდა მოლაპარაკებებს ვლაჰოვიჩის წარმომადგენლებთან. კლუბი ახლა ისევ აგროვებს ინფორმაციას, რადგან ის შესაძლოა ჰარი კეინის შემცვლელი გახდეს, თუ ამ უკანასკნელს წასვლა მოუნდება. გარდა ამისა, არსებობს ვარიანტი, რომ ისინი ერთად ითამაშებენ“, – განაცხადა Bild-ის ჟურნალისტმა, კრისტიან ფალკმა.

ინსაიდერმა ფაბრიციო რომანომ „ბაიერნის“ ინტერესი ვლაჰოვიჩის მიმართ დაადასტურა. მან განაცხადა, რომ გერმანული კლუბი თავდამსხმელის შესახებ ინფორმაციას აზუსტებდა, მათ შორის, მისი კონტრაქტის პირობებს და პოტენციური ტრანსფერის ღირებულებას.

ამ ეტაპზე ოფიციალური შეთავაზება არ გაკეთებულა და მოლაპარაკებები არ დაწყებულა.

შეგახსენებთ, რომ გასულ სეზონში, სერბმა 44 მატჩი ჩაატარა, 17 გოლი გაიტანა და 5 ასისტი მიითვალა. რაც შეეხება მიმდინარე სეზონს, მან 6 მატჩში 4 გოლი გაიტანა.

გეტყვით ასევე, რომ Transfermartkt-ზე ვლაჰოვიჩის საბაზრო ღირებულება 35 მილიონი ევროა. ის ტურინელების შემადგენლობაში 2022 წლიდან თამაშობს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
იუვენტუსს ვლაჰოვიჩის გაყიდვა სურს - სერბის მიმართ 2 ინგლისური კლუბი იჩენს ინტერესს
იუვენტუსს ვლაჰოვიჩის გაყიდვა სურს - სერბის მიმართ 2 ინგლისური კლუბი იჩენს ინტერესს