პერეირა: ანკალაევი პატარა მარიონეტია
UFC-ის ქვემძიმე წონითი დივიზიონის ყოფილმა ჩემპიონმა, ალექს პერეირამ, რომელიც მაგომედ ანკალაევს დაუპირისპირდება, თავის მოწინააღმდეგეს პრესკონფერენციაზე მარიონეტი უწოდა.
„ანკალაევი პატარა მარიონეტია. ის მხოლოდ იმას ამბობს, რასაც მწვრთნელი უბრძანებს. უბრალოდ იმეორებს დაზეპირებულ სიტყვებს, ამაში არანაირი კრეატივი არ არის. მის მწვრთნელსა და მენეჯერს უნდათ, რომ სპორტსმენზე მნიშვნელოვნად წარმოჩინდნენ“, - თქვა ბრაზილიელმა მებრძოლმა.
შეგახსენებთ, რომ ალექს პერეირა და მაგომედ ანკალაევი ერთმანეთს UFC 320-ის მთავარ მოვლენაში დაუპირისპირდებიან. დვალიშვილისა და სენდჰეგენის ორთაბრძოლა კი თანამთავარი მოვლენაა.
გეტყვით ასევე, რომ ალექსმა ბოლო ჩხუბი სწორედ ანკალაევთან გამართა, რომელიც UFC 313-ის მთავარი მოვლენა იყო. 5-რაუნდიანი ბრძოლა ანკალაევის გამარჯვებით დასრულდა და ის საჩემპიონო ქამარს დაეუფლა.