ავთანდილ ასათიანი
Aa
Aa

„ევროპის ჩემპიონატზე ლეგიონერის დამატებას არ ვაპირებთ“ | ავთანდილ ასათიანი

საქართველოს ფუტსალის ნაკრებში ლეგიონერებს არ მიიწვევენ – განაცხადა პირველ არხთან ეროვნული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ავთანდილ ასათიანმა.

საქართველოს ფუტსალის ნაკრები ზედიზედ მეორედ გავიდა ევროპის ჩემპიონატზე. 2022 წელს გუნდის ბირთვს ლეგიონერები შეადგენდნენ, ახლა კი მთლიანად საქართველოში გაზრდილებითაა დაკომპლექტებული.

„ლეგიონერების დამატება? ეს გამორიცხულია – ბიჭები დაფრინავენ. ბრაზილიელებთან დაკავშირებით მომხდარი უსიამოვნების შემდეგ ნამდვილად არ გვსურს, რომ მსგავსი პრობლემები განმეორდეს.

მაგრამ ასეთი მიდგომის მთავარი მიზეზი ისაა, რომ საგზური ქართველმა ბიჭებმა მოიპოვეს და შესაბამისად, ევროპის ჩემპიონატზე თამაშიც დაიმსახურეს. სელექცია მუდმივი პროცესია და ცვლილებას წინასწარ ვერავინ გამორიცხავს. მაგრამ ევროპაზე იმ ბირთვით გავალთ, რომელმაც ეს შესარჩევი ციკლი გაიარა“, – აცხადებს ავთანდილ ასათიანი.

შეგახსენებთ, რომ ფუტსალის ევროპის ჩემპიონატი 2026 წლის 21 იანვრიდან 7 თებერვლის ჩათვლით სლოვენიაში, ლატვიასა და ლიეტუვაში გაიმართება. ჯგუფური ეტაპის წილისყრა 24 ოქტომბერს შედგება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„კმაყოფილი ვარ, მაგრამ პროგრესის მიღწევა შეუძლია“ | ბორჟესმა ქოჩორაშვილზე ისაუბრა
„კმაყოფილი ვარ, მაგრამ პროგრესის მიღწევა შეუძლია“ | ბორჟესმა ქოჩორაშვილზე ისაუბრა