ფუტსალი
Aa
Aa

მარცხი საფრანგეთთან - საქართველოსთვის ევროპის ჩემპიონატი დასრულდა

ფუტსალის ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მე-3 ტურში საქართველოს ეროვნული ნაკრები საფრანგეთს დაუპირისპირდა და 1:3 დამარცხდა.

ფრანგები ბევრს აქტიურობდნენ, რაც საბოლოო ანგარიშზეც აისახა, თუმცა ავთანდილ ასათიანის შეგირდებს არაერთი მომენტი ჰქონდათ და როგორც მინიმუმ, ამ მატჩს ფრედ დასრულება შესაძლებელი იყო, თუმცა ჯგუფიდან გასასვლელად საქართველოს მოგება ესაჭიროებოდა.

ჩვენებურების მხრიდან ერთადერთი გოლი გაბრიჩიძემ გაიტანა. ჯამში საქართველომ 3 მატჩში მხოლოდ 1 ქულა აიღო.

ასათიანის გაწვრთნილმა ნაკრებმა ჯგუფური ეტაპის პირველი მატჩი ლატვიასთან 0:4 დათმო. მეორე შეხვედრა ხორვატებთან საოცრად დაძაბულად წარიმართა და 2:2 დასრულდა.

ერთი ქულის აღება მეტწილად ალი ასლანის დამსახურება იყო, რომელმაც საოცარი მატჩი ჩაატარა და 33 დარტყმა მოიგერია. დღეს კი, როგორც უკვე მოგახსენეთ ძლიერ მეტოქესთან 1:3 დავმარცხდით.

 

მსგავსი სიახლეები