ალი ასლანი
Aa
Aa

რვაწლიანი ლოდინის შემდეგ - ასლანის ახდენილი ოცნება

2026 წლის ფუტსალის ევროპის ჩემპიონატზე ალი ასლანი საქართველოს ეროვნული გუნდის უდავოდ ნათელი წერტილი გახლდათ. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ქვეყნის ნაკრებმა ჯგუფური ეტაპი ისე დაასრულა, რომ ერთი თამაშიც ვერ მოიგო, ამაში ალის ყველაზე ნაკლები ბრალი მიუძღვის, რადგან ის როგორც ხორვატიასთან, ასევე საფრანგეთთან მატჩში კარში საიმედოდ იდგა და უამრავი ურთულესი ბურთი მოიგერია. როდის და როგორ გადაწყდა მისი საქართველოს ნაკრებში ასპარეზობა, ამის თაობაზე 26 წლის მეკარემ გადაცემაში „სპორტი იმედზე“ სტუმრობისას დეტალურად ისაუბრა.

ალი ასლანი

საქართველოში რვა წლის წინ ჩამოვედი. ვვარჯიშობდი და ჩემს შანსს ველოდებოდი. საბედნიეროდ ჩემი და ავთანდილ ასათიანის სურვილები დაემთხვა, რადგან მეც ძალიან მსურდა და მასაც, რომ საქართველოს ნაკრებში მეთამაშა. ახლაც კი არ მჯერა, რომ ასეთ მოკლე დროში ხალხს თავი შევაყვარე. დარბაზში მოსულმა ქართველმა გულშემატკივარმა ამ ყველაფერში უდიდესი როლი ითამაშა, რადგან მათ მხარდაჭერასა და შეძახილებს ვგრძნობდი. ამ მატჩების დასრულების შემდეგ ირანის სამი ქალაქიდან, ფერეიდანიდან, თეირანიდან და ისპაჰანიდან დამირეკეს. ყველანი ძალიან გახარებულები არიან ჩემი წარმატებით.

ცნობისათვის, საქართველო-ხორვატიის მატჩში, სადაც შეხვედრის MVP-ის პრიზიც მიიღო, ალი ასლანმა - 33, ხოლო საფრანგეთი-საქართველოს თამაშში 23 სეივი შეასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მარცხი საფრანგეთთან - საქართველოსთვის ევროპის ჩემპიონატი დასრულდა
მარცხი საფრანგეთთან - საქართველოსთვის ევროპის ჩემპიონატი დასრულდა