მერვე ტრიუმფი ათწლიანი პაუზის შემდეგ - ფუტსალის ევრო ესპანეთმა მოიგო
Aa
Aa

მერვე ტრიუმფი ათწლიანი პაუზის შემდეგ - ფუტსალის ევრო ესპანეთმა მოიგო

ფუტსალის 2026 წლის ევროპის ჩემპიონატი, რომელსაც 21 იანვრიდან 7 თებერვლის ჩათვლით სამი ქვეყანა, სლოვენია, ლატვია და ლიეტუვა მასპინძლობდა, ესპანეთის ნაკრების ტრიუმფით დასრულდა. ფინალში ესპანელებმა მეზობელი პორტუგალიელები 5:3 დაამარცხეს. ამ გამარჯვებით ფუტსალის „ფურია როხამ“ „ლუზიტანების“ ჰეგემონია დაასრულა, რომელთაც ეს ტურნირი ზედიზედ ორჯერ ჰქონდათ მოგებული.

ფინალურ შეხვედრაში გამორჩეული ანტონიო პერესი იყო, რომელმაც პორტუგალიელების კარი სამჯერ აიღო. გარდა ამისა, ის როგორც ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელი, ასევე თანაბომბარდირი გახდა ფრანგ სუჰეილ მუჰუდინთან ერთად - ორივე მათგანის ანგარიშზე 7-7 გოლია. ესპანეთის ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის 13 გათამაშებიდან მეათე ფინალი ითამაშა და აქედან რვაჯერ გამარჯვება მოიპოვა. შედარებისთვის გეტყვით, რომ სხვა არც ერთი ქვეყნის ნაკრებს კონტინენტის პირველობა ორზე მეტჯერ არ აქვს მოგებული.

ცნობისათვის, ევრო 2026-ის მესამე ადგილისთვის შეხვედრაში საქართველოს ნაკრების ორი მეტოქე ხორვატია და საფრანგეთი შეხვდა. ძირითადი დრო ფრედ 5:5 დასრულდა, პენალტების სერიაში კი უფრო ზუსტნი ხორვატები აღმოჩნდნენ და ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მაღალი ემოციური ფონი და მომენტების რეალიზაცია - ასათიანი წარუმატებლობის მიზეზებზე
მაღალი ემოციური ფონი და მომენტების რეალიზაცია - ასათიანი წარუმატებლობის მიზეზებზე