კობი ბრაიანტი: ჩემთვის აუცილებელი იყო შაკს "მაიამიში" ჩემპიონობა მოეგო!
შაკილ ონილის „ლეიკერსიდან“ წასვლამ წერტილი დაუსვა, იმ დომინანტურ ეპოქას, რომელიც ლოს-ანჯელესში კობის და შაკის სახელთან იყო დაკავშირებული. ბრაინტისა და ონილის დუეტმა ზედიზედ სამჯერ იზეიმა ჩემპიონობა, თუმცა „დეტროიტთან“ 2004 წლის მარცხი უკანასკნელი ფინალური სერია აღმოჩნდა „ლეიკერსის“ ორი ლეგენდისთვის.
ურთიერთდაპირისპირებას „ლეიკერსის“ უარიც დაერთო შაკისთვის კონტრაქტის გახანგრძლივებაზე და საბოლოოდ, ზაფხულში ონილი „მაიამიში“ გადავიდა.
2 წლის შემდეგ შაკმა დუეინ უეიდთან ერთად ისტორიაში პირველი ჩემპიონობა მოუპოვა ფლორიდულ გუნდს.
ბრაიანტმა TNT-ის ერთ-ერთ გადაცემაში, სადაც შაკი და კობი კარიერულ მომენტებს იხსენებდნენ განაცხადა: მე ვიცოდი, რომ „მაიამიში“ ჩემპიონები გახდებოდით, „ჰიტში“ ყველანაირი რესურსი იყო ჩემპიონობისთვის. მჯეროდა რომ აუცილებლად მოიგებდი და დარწმუნებული ვიყავი, რომ მე კიდევ ორჯერ ან სამჯერ უნდა მომეგო!
მინდოდა კიდევაც, რომ მოგეგო, რადგან ეს ძალიან მჭირდებოდა. მე მსურდა ხალხს ეთქვა: ხედავ?! ხედავ?! რა დაკარგა „ლეიკერსმა“?! შაკის ნაცვლად კობი უნდა გაეშვათ!.
საინტერესოა, რომ შაკი ისეთი დომინანტი არ იყო „მაიამიში“ როგორიც „ლეიკერსში“. „დალასთან“ ფინალში ონილი მხოლოდ 13.7 ქულას და 10.2 მოხსნას აგროვებდა, მაშინ როდესაც „ლოს-ანჯელესის“ რიგებში სამ ფინალურ სერიაში მის ანგარიშზე 35.7 ქულა და 14.9 მოხსნა იყო.
შაკის გარაშე დარჩენილი „ლეიკერსი“ პირველ სეზონში პლეიოფის მიღმა დარჩა, ხოლო მეორე წელს პირველი რაუნდიდან გამოეთიშა ჩემპიონობისთვის ბრძოლას. თუმცა 2008 წლიდან „ლეიკერსის“ აღზევება დაიწყო, ამ წელს გუნდმა ფინალამდე გააღწია მაგრამ „ბოსტონ სელტიკსთან“ დაძაბულ ბრძოლაში დამარცხდა.
2009-10 წლებში „ლეიკერსმა“ ზედიზედ მოიპოვა ჩემპიონობა და ორივეჯერ ფინალის საუკეთესო მოთამაშედ კობი ბრაიანტი დაასახელეს.
„მინდოდა, რომ ყველას შევზიზღებოდი, რათა ეს მოტივაციად გამომეყენებინა, როდესაც შენი ჩემპიონობის შესახებ გავიგე ბრაზითა და შურისძიების სურვილით ავივსე, მაშინვე ჩავედი სავარჯიშო დარბაზში, გავაკეთე ყველაფერი, რისი გაკეთების საშუალებაც ადამიანს ჰქონდა და საკუთარ თავს ვუთხარი: კარგია, შენ ეს გჭირდებოდა, ახლა შენი ჯერია!