ბათუმის დინამომ ლოკო გამოთიშა | თასის ნახევარფინალის წყვილები ცნობილია
საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის მეოთხედფინალში თბილისის „ლოკომოტივი’’ შინ ბათუმის „დინამოსთან’’ 0:3 დამარცხდა. ნახევარფინალში გიორგი ჭიაბრიშვილის გაწვრთნილი ბათუმის „დინამო'' „იბერიას'' შეხვდება, თბილისურმა გუნდმა მეოთხედფინალში ტყიბულის „მეშახტეს'' მოუგო.
მე-5 წუთზე თორნიკე კირკიტაძემ სტუმრები დააწინაურა, 30-ე წუთზე ლაშა მენთეშაშვილს ბათუმელთა 19 წლის მეკარემ, მათე თურმანიძემ პენალტი აუღო. 59-ე წუთზე გურამ ჯაფარიძემ ანგარიშში სხვაობა გაზარდა, 68-ე წუთზე ლუკა წულუკიძემ მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
თასის მეოთხედფინალში გია ცეცაძის გაწვრთნილი „რუსთავი’’ შინ „სამტრედიასთან’’ 1:2 დამარცხდა. მე-8 წუთზე სტუმრები გიორგი გადრანმა დააწინაურა, 30-ე წუთზე ლევან კუტალიამ სხვაობა ორამდე გზარდა. 38-ე წუთზე დმიტრო დობრანსკიმ სხვაობა ერთ ბურთამდე შეამცირა.
თასის ნახევარფინალში „სამტრედია'' გორის „დილას'' დაუპირისპირდება.
გასული სეზონის თასის გამარჯვებული „სპაერი’’ შინ გორის „დილასთან’’ 1:2 დამარცხდა. სტუმრები დეო ბასინგამ დააწინაურა, ალექსანდრე ანდრონიკაშვილმა პენალტი გაიტანა და სხვაობა ორ ბურთამდე გაიზარდა. ერთადერთი საპასუხო გოლი გიორგი ცეცხლაძის ანგარიშზეა.