იბერია 1999
Aa
Aa

საქართველოს თასი - იბერია 1999-მა მეშახტეს მოუგო და 1/2-ფინალშია

საქართველოს დავით ყიფიანის თასის მეოთხედფინალში Crystalbet ეროვნული ლიგის მოქმედი ჩემპიონი იბერია 1999 მეშახტეს დაუპირისპირდა და მარტივად 3:0 დაამარცხა.

თბილისურმა გუნდმა ყველაფერი პირველივე ტაიმში დაასრულა. ანგარიში მე-12 წუთზე სიხარულიძემ გახსნა, რასაც გოშთელიანმა ზუსტად 7 წუთში უპასუხა და უპირატესობა ორამდე გაზარდა.

სტუმრები აქტიურობას აგრძელებდნენ და 34-ე წუთზე მამაგეიშვილმა მატჩის საბოლოო შედეგი 3:0 დააფიქსირა.

ცნობისთვის, იბერია 1999 საქართველოს თავით ყიფიანის თასის ნახევარფინალში თბილისის ლოკომოტივისა და ბათუმის დინამოს შორის გამარჯვებულს შეხვდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები