ემერი
Aa
Aa

ემერი "რეალს" დაემუქრა: "მათ არ იციან, თუ რა მოელით აქ"

"პსჟ"-ს მთავარმა მწვრთნელმა უნაი ემერიმ, საკუთარ ვებ გვერდზე ქომაგებს მიმართა და უახლოესი ორი მნიშვნელოვანი მატჩის წინ ისინი დააიმედა.

"წლევანდელ სეზონში დავამტკიცეთ, რომ პრობლემებთან გამკლავება შეგვიძლია. განსაკუთრებით შთამბეჭდავად კი საკუთარ მოედანზე გამოვიყურებით. "პარკ დე პრენსზე" 17 შეხვედრა მოვიგეთ. "მარსელმა" და "რეალმა" იციან, რომ პარიზში უნდა ჩამოვიდნენ, მაგრამ მათ არ იციან, თუ რა მოელით აქ და რასთან გამკლავება მოუწევთ.

ეს ორი შეხვედრა ჩვენთვის კლასიკაა. ამ მატჩებისთვის განსაკუთრებით ვემზადებით. "მარსელთან" შეხვედრას მადრიდელებთან დაპირისპირებისთვის მოსამზადებლად გამოვიყენებთ.

ჩემი გუნდი მოტივირებული და თვითდაჯერებულია, მაგრამ ამ შეხვედრებისთვის გაცილებით მეტი იქნება. "პარკ დე პრენსზე" ჩვენ მაქსიმუმს გავაკეთებთ და არ ვიფიქრებთ წარსულსა და მომავალზე. კონცენტრირებული მხოლოდ ამ მატჩებზე ვიქნებით".

შეგახსენებთ, რომ უახლოეს უიკენდზე "პსჟ" "მარსელს" უმასპინძლებს. საკუთარ კედლებში მომდევნო მნიშვნელოვანი მატჩი კი მადრიდის "რეალთან" ელით.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები