ლიონი, გიორგი მიქაუტაძე
Aa
Aa

“მადლობა მიქაუტაძეს“ - L'equipe ჟორჟზე წერს

2025/2026 წლების სეზონი დაიწყო. საფრანგეთის ლიგა 1-ის პირველ ტურში ლიონი ლანსს ესტუმრა და გიორგი მიქაუტაძის ერთადერთი გოლის წყალობით დაამარცხა.

მატჩის დასრულების შემდეგ, ავტორიტეტულმა გამოცემა L’equipe-მა ქართველი ფეხბურთელის შესახებ დაწერა.

L’equipe:

„მადლობა მიქაუტაძეს! მისი ერთადერთი გოლით ლიონმა ლანსი დაამარცხა. თანაც ეს ყველაფერი პიერ საჟის თვალწინ, რომელიც ახლა ლანსის დამრიგებელია.

მიქაუტაძე პირველ ტაიმში ბევრს აქტიურობდა. მას მხარს ფოფანა უბამდა, რომელმაც მას საგოლე პასი გაუკეთა. ქართველ ფეხბურთელს გოლის გატანის სხვა შანსებიც ჰქონდა, თუმცა ვერ მოახერხა.

მიუხედავად იმისა, რომ პირველი ტაიმის განმავლობაში დაძაბულობა იგრძნობოდა, საბოლოოდ საუკეთესო შედეგი სტუმრებმა აჩვენეს.“

მიქაუტაძის მომენტები VS ლანსი

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ბუდუმ სეზონი გამარჯვებით დაიწყო | ჰაიდენჰაიმმა ბალინგერი გაანადგურა
ბუდუმ სეზონი გამარჯვებით დაიწყო | ჰაიდენჰაიმმა ბალინგერი გაანადგურა