დინამო თბილისი, ნიკა ნინუა, ლუკა ლაცაბიძე, კოლხეთი 1913, თორნიკე მორჩილაძე
Aa
Aa

მორჩილაძის დუბლი - თბილისის დინამომ სტუმრად კოლხეთს მოუგო

Crystalbet ეროვნული ლიგის 21-ე ტურში თბილისის „დინამო“ ფოთში „კოლხეთს“ ესტუმრა და 3:1 გაიმარჯვა.

30-ე წუთზე ანგარიში ლუკა ლაცაბიძის პასით თორნიკე მორჩილაძემ გახსნა. 41-ე წუთზე ფოთელთა უკრაინელმა ლეგიონერმა, ევგენ ლეშჩინსკიმ წონასწორობა აღადგინა და პირველი ტაიმი ფრედ 1:1 დასრულდა.

მეორე ტაიმში სტუმრები ისევ მორჩილაძემ დააწინაურა - ამჯერად ასისტი ნიკა ნინუამ მიითვალა. 90-ე წუთზე შეცვლაზე შესულმა ირაკლი სირაძემ „დინამოს“ მესამე გოლი გაიტანა (გიორგი ხარაიშვილის საგოლე გადაცემა) და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

21 მატჩის შემდეგ „დინამო“ 36 ქულით სატურნირო ცხრილის მესამე ადგილზეა. მომდევნო მატჩს თბილისელები სტუმრად „თელავის“ წინააღმდეგ გამართავენ.

რაც შეეხება „კოლხეთს“, ისინი 14 ქულით Crystalbet ეროვნული ლიგის ბოლო ადგილზე არიან და სიტუაციის გამოსწორებას უკვე 24 აგვისტოს, „გარეჯთან“ გასვლით მატჩში შეეცდებიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
სამგურალის დირექტორი: „კლუბების მმართველობით რგოლში ყველაფერი წესრიგშია, საერთო საქმეს ვემსახურებით“
სამგურალის დირექტორი: „კლუბების მმართველობით რგოლში ყველაფერი წესრიგშია, საერთო საქმეს ვემსახურებით“