ჩხეტიანი კვირკველიამ შეცვალა - სამწვრთნელო ცვლილება კოლხეთში
„კოლხეთის“ მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე კახა ჩხეტიანს დავით კვირკველია შეცვლის. გამოცდილი სპეციალისტი, რომელსაც კარიერის მანძილზე ყველაზე დიდი წარმატებისთვის „ტორპედოში“ აქვს მიღწეული, დღეს ფეხბურთელებს დაემშვიდობა, ხოლო საღამოს უკვე კვირკველია წარადგინეს, რომელსაც ამ კლუბში მუშაობის გამოცდილება აქვს და შესაბამისად, მისთვის უცხო გარემოში არ მოხვდება.
პოსტის დატოვების გადაწყვეტილება ჩხეტიანმა Crystalbet ეროვნული ლიგის XX ტურის შემდეგ მიიღო, როდესაც ფოთელებმა სტუმრად „თელავთან“ 1:1 ითამაშეს. მთლიანობაში უნდა აღინიშნოს, რომ წლევანდელ სეზონში მისი ხელმძღვანელობით „კოლხეთი“ კარგად არ გამოიყურებოდა და ოცი ტურის შემდეგ დაგროვებული 14 ქულით სატურნირო ცხრილის ბოლო პოზიციაზეა.
„კოლხეთში“ დაბრუნებული დავით კვირკველიას დებიუტი შაბათს, 16 აგვისტოს შედგება, როდესაც XXI ტურში მისი მომზადებული კლუბი ფოთში „დინამო თბილისს“ უმასპინძლებს.