ლუის ენრიკე, ჯანლუიჯი დონარუმა
Aa
Aa

ენრიკე: ოქროს ბურთის 30 ნომინანტიდან 9 პსჟ-ს ფეხბურთელია, უფრო მეტი უნდა იყოს

UEFA-ს სუპერთასზე ევროპა ლიგის გამარჯვებული „ტოტენჰემი’’ ჩემპიონთა ლიგის მოქმედ მფლობელ პსჟ-ს დაუპირისპირდება. ლუის ენრიკემ ფეხბურთელები „ფრიულიზე’’ ავარჯიშა, რის შემდეგაც მედიას ესაუბრა.

ლუის ენრიკე: „ბედნიერი ვარ, რომ აქ ვარ და ახალ სეზონს ვიწყებ. ეს გამოწვევაა ჩემთვის, ფეხბურთელებისთვის, გუნდისთვის, რადგან ჩვენ კვლავ გვაქვს შანსი, რომ ისტორია ისევ დავწეროთ, მნიშვნელოვანი ტიტულები მოვიგოთ. სხვათაშორის პრესკონფერენციაზე რომ მოვდიოდი, კორიდორში ჩემი გუნდის 4 ფეხბურთელი შემხვდა, იქ თამაშობდნენ. ჩვენ ფეხბურთის თამაშით სიამოვნებას ვიღებთ. ეს ჩვენი საქმე ან ბიზნესი არაა, ჩვენ ფეხბურთით ვცხოვრობთ. ბედნიერი ვარ, რომ ასეთი ფეხბურთელები მყავს. რა თქმა უნდა, ჩვენზე წნეხია, მაგრამ ვფიქრობ ამის მმართვა შეგვიძლია’’.

ლუის ენრიკეს ჯანლუიჯი დონარუმას არყოფნასა და გუნდის ახალ მეკარეზე, ლუკას შევალიეზე ჰკითხეს. ენრიკემ მეკარის პოზიციაზე ცვლილება ასე ახსნა: „ამგვარი გადაწყვეტილებების მიღება ყოველთვის რთულია. მე მხოლოდ ძალიან კარგი რაღაცების თქმა შემიძლია დონარუმაზე. თავის პოზიციაზე ერთ-ერთი საუკეთესოა, ეს ეჭვგარეშეა. პიროვნულად კიდევ უფრო უკეთესია, მაგრამ ჩვენ განსხვავებული პროფილის მეკარეს ვეძებდით. დონარუმა განაცხადში არ არის, ეს ჩემი პირადი გადაწყვეტილებაა. მე ვარ 100%-ით პასუხისმგებელი. ასეთ ვითარებებში გადაწყვეტილების მიღება ყოველთვის რთულია’’.

შეგახსენებთ, დონარუმას პსჟ-დან წასვლა გადაწყვეტილია, თუმცა მისი ახალი კლუბი ჯერ უცნობია.

ენრიკეს ოქროს ბურთის მნიშვნელობაზე ჰკითხეს, რაზეც ესპანელმა შემდეგი პასუხი გასცა: „რა თქმა უნდა საფეხბურთო სამყაროსთვის ეს ჯილდო მნიშვნელოვანია, მაგრამ ჩვენი მიზანი გასულ სეზონში ის იყო, რომ ვარსკვლავებს გუნდურად ეთამაშათ. ოქროს ბურთის მოგების 30 ნომინანტიდან 9 პსჟ-ს ფეხბურთელია, ეს კლუბის ქომაგებისთვის ფანტასტიკურია, მაგრამ ვფიქრობ მათი რაოდენობა კიდევ უფრო მეტი უნდა იყოს, რადგან ჩემმა ფეხბურთელებმა ეს დაიმსახურეს. 

ფეხბურთი გუნდური სპორტია და ჩვენ გუნდურ მიზნებზე ვართ კონცენტრირებულნი''.

UEFA-ს სუპერთასი უდინეში, „ფრიულიზე'' ხვალ, 13 აგვისტოს თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
კვერნაძე ფროზინონეს ლიდერად ყალიბდება | ქართველი შემტევი გუნდს არ შეიცვლის
კვერნაძე ფროზინონეს ლიდერად ყალიბდება | ქართველი შემტევი გუნდს არ შეიცვლის