ლუკა გუგეშაშვილი, დავით ვოლკოვი, ირაკლი აზაროვი, გურამ კაშია, გიორგი მოისწრაფიშვილი, გიორგი პაპუნაშვილი, გიორგი გოჩოლეიშვილი, ლაშა ოდიშარია, ლუკა გადრანი, გიორგი გულიაშვილი, გიორგი ზარია, სანდრო ნარიმანიძე, ანზორ მექვაბიშვილი
Aa
Aa

სლოვანს ჩემპიონთა ლიგის ფლეი-ოფში გასვლის კარგი შანსი აქვს | წილისყრის შედეგები

UEFA-ს ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე ლაშა ოდიშარიას რფს შვედეთის ჩემპიონ „მალმიოს’’ შეხვდება. თუ რფს ამ ბარიერს დაძლევს, მესამე ეტაპზე „კოპენჰაგენსა’’ და „დრიტას’’ შორის მოგებულს დაუპირისპირდება.

ვლადიმირ ვაისის გაწვრთნილი „სლოვანი’’, რომლის შემადგენლობაში გურამ კაშია თამაშობს, მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე ბოსნიურ „ზრინსკი მოსტარს’’ შეხვდება და თუ ამ ბარიერს დაძლევს, მესამე ეტაპზე „სლოვანის’’ მეტოქე კუპს-სა და „ქაირათს’’ შორის მოგებული იქნება. ამ ოთხეულში ფავორიტად „სლოვანი'' ითვლება (განთესილი იყო), თუმცა „ქაირათის'' წარმატება ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, რადგან ამ გუნდში ქართველი ფეხბურთელები ლუკა გადრანი და გიორგი ზარია თამაშობენ და თუნდაც ფლეი-ოფში გასვლით კარგ გამოცდილებას დააგროვებენ.

რფს (ლატვია)/მალმიო (შვედეთი) - კოპენჰაგენი (დანია)/დრიტა (კოსოვო)

კუპს (ფინეთი)/ქაირათი (ყაზახეთი) - სლოვანი (სლოვაკეთი)/ზრინსკი (ბოსნია)

ევროპა ლიგა

თუ „სლოვანი'' დამარცხდება, ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე „ლეხსა'' (პოლონეთი) და „ბრეიდაბლიკს'' (ისლანდია) შორის დამარცხებულს შეხვდება. თუ რფს დამარცხდება, ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე კუპს-სა და „ქაირათს'' შორის დამარცხებულს დაუპირისპირდება.

თუ ევროპა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე დონეცკის „შახტარი'' „ბეშიქთაშს'' დაამარცხებს, მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე „სენტ. პატრიკსა'' (ირლანდია) და „კალიუს'' (ესტონეთი) შორის მოგებულს შეხვდება. „შახტარში'' ირაკლი აზაროვი და გიორგი გოჩოლეიშვილი ირიცხებიან, თუმცა მათ სათამაშო დროის პრობლემა აქვთ.

ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე ლუკა გუგეშაშვილის პაოკ-ი ავსტრიულ „ვოლფსბერგერს'' ხვდება.

სენტ. პატრიკსი (ირლანდია)/კალიუ (ესტონეთი) - ბეშიქთაში (თურქეთი)/შახტარი (უკრაინა)

პაოკ - ვოლფსბერგერი

კონფერენს ლიგა

კონფერენს ლიგის წილისყრაც გაიმართა. მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე „ჟილინა'', რომლის შემადგენლობაში სანდრო ნარიმანიძე თამაშობს, პოლონურ „რაკუვს'' შეხვდება. თუ „ჟილინა'' „რაკუვს'' გამოთიშავს, მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე „ტორპედო-ბელაზსა'' (ბელარუსი) და „მაქაბი ჰაიფას'' (ისრაელი) შორის მოგებულს დაუპირისპირდება.

კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე გიორგი გულიაშვილის „სარაევო'' ანზორ მექვაბიშვილის „კრაიოვას'' დაუპირისპირდება. გამარჯვებულის მეტოქე „ჰიბერნიანსსა'' (მალტა) და „სპარტაკ ტრნავას'' (სლოვაკეთი) შორის მოგებული იქნება. „სპარტაკ ტრნავაში'' გიორგი მოისწრაფიშვილი თამაშობს.

ლიეტუვურ „კაუნო ჟალგირისში'' ანტონ თოლორდავა და თემურ ჩოგაძე თამაშობენ. თუ მეორე ეტაპზე ისლანდიურ „ვალურს'' დაამარცხებენ, მესამე ეტაპზე „არდასა'' (ბულგარეთი) და ჰიკ-ს (ფინეთი) შორის მოგებულს დაუპირისპირდებიან.

გიორგი პაპუნაშვილისა და დავით ვოლკოვის „ზირას'' მეტოქე სპლიტის „ჰაიდუკია''. თუ ხორვატიულ კლუბს მოუგებენ, „ატლეტიკსა'' (ანდორა) და „დინამო სიტის'' (ალბანეთი) შორის საუკეთესოს შეხვდებიან.

„პოლისია'', რომლის შემადგენლობაში გიორგი მაისურაძე თამაშობს, ანდორულ „სანტა კოლომას'' დამარცხების შემთხვევაში მესამე ეტაპზე „პაკშისა'' და „მარიბორს'' შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება.

რაკუვი (პოლონეთი) /ჟილინა (სლოვაკეთი) - ტორპედო ბელაზი (ბელარუსი)/მაქაბი ჰაიფა (ისრაელი)

სარაევო (ბოსნია) / კრაიოვა (რუმინეთი) - ჰიბერნიანსი (მალტა) /სპარტაკ ტრნავა (სლოვაკეთი)

ზირა (აზერბაიჯანი) /ჰაიდუკი (ხორვატია) - ატლეტიკ (ანდორა) / დინამო სიტი (ალბანეთი)

კაუნო ჟალგირისი (ლიეტუვა)/ვალური (ისლანდია) - არდა (ბულგარეთი)/ჰიკ (ფინეთი)

პოლისია (უკრაინა)/სანტა კოლომა (ანდორა) - პაკში (უნგრეთი)/მარიბორი (სლოვენია)

ასევე გეტყვით, რომ UEFA-ს კონფერენს ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე შოთა მახარაძის გაწვრთნილმა „პეტროკუბმა’’ მალტური „ბირკირკარას’’ ბარიერი დაძლია. პირველი მატჩი „ბირკირკარამ’’ შინ 1:0 მოიგო, საპასუხო მატჩში „პეტროკუბმა’’ დამაჯერებლად, 3:0 გაიმარჯვა. გუნდის ყველაზე გამორჩეული ფეხბურთელი მიჰაი ლუპანია, რომელმაც დუბლი შეასრულა. მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე „პეტროკუბი'' აზერბაიჯანულ „საბაჰს'' დაუპირსიპირდება. პირველი შეხვედრა მოლდოვაში 24 ივლისს გაიმართება, საპასუხო მატჩი - 31 ივლისს. თუ აზერბაიჯანულ ბარიერს დაძლევს, მესამე ეტაპზე „პეტროკუბის'' მეტოქე ბულგარულ „ლევსკისა'' და პორტუგალიურ „ბრაგას'' შორის მოგებული იქნება.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
შესაძლოა, სლოვანში ჩემი ბოლო სეზონია | კაშია კვლავ ჩემპიონობას უმიზნებს
შესაძლოა, სლოვანში ჩემი ბოლო სეზონია | კაშია კვლავ ჩემპიონობას უმიზნებს