ოფიციალურად - ჯეკ გრილიში ევერტონის ფეხბურთელია
ბოლო პერიოდში აქტიურად იწერებოდა, რომ ჯეკ გრილიში მანჩესტერ სიტის დატოვებდა და კარიერას ევერტონში გააგრძელებდა.
ასეც მოხდა. ოფიციალურად დადასტურდა, რომ ინგლისელი ფეხბურთელი ევერტონს იჯარის წესით შეუერთდა.
მხარეებს შორის 1-წლიანი საიჯარო ხელშეკრულება გაფორმდა, თუმცა კონტრაქტში ჩაიდო გამოსყიდვის პუნქტი. კანფეტებს მისი გამოსყიდვა 50 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეეძლებათ.
კონტრაქტზე ხელის მოწერის შემდეგ, გრილიშმა კომენტარი გაააკეთა:
„რუნის ვესაუბრე. მას 18-ნომრიანი მაისურის შესახებ ვუთხარი და ახლა იმედი მაქვს, რომ ის ბედნიერია.“
შეგახსენებთ, რომ ჯეკი მანჩესტერ სიტის 2021 წელს შეუერთდა. დღემდე ყველა ტურნირზე ერთად 157 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 17 გოლი გაიტანა და 23 საგოლე გადაცემა შეასრულა.