პსჟ, უსმან დემბელე
Aa
Aa

“ერთად შევუტევთ, ერთად დავიცავთ“ - დემბელე ტოტენჰემთან მატჩის წინ

ტოტენჰემთან მატჩის წინ, პარი სენ ჟერმენის ერთ-ერთმა ლიდერმა უსმან დემბელემ ჟურნალისტებთან ისაუბრა.

რა თქვა დემბელემ?

„ვფიქრობ კარგი სეზონი გვქონდა. დონე ყველა მოთამაშემ აიმაღლა. ლიგა 1-ში და ჩემპიონთა ლიგაზე წინა წლებზე ბევრად უკეთესად ვითამაშეთ. პირადად მე, ბევრად მეტი თავდაჯერებულობა მქონდა. როდესაც 1-2 გოლს იტან, როცა გოლებს ყოველ შაბათ-კვირას და სამ დღეში ერთხელ იტან, თავდაჯერებულობა გემატება. გუნდელები ძალიან დამეხმარნენ.

ინტერთან მატჩამდე საკუთარ თავში, დარწმუნებულები ვიყავით. ვგრძნობდით, რომ ეს ჩვენი წელი იყო. თამაშის დაწყებამდე დიდი კონცენტრაცია გვქონდა, მაგრამ, რა თქმა უნდა, ბედნიერები ვიყავით, რომ ეს ფინალი ჩვენი გულშემატკივრების წინაშე ვითამაშეთ, რომლებიც იქ ჩამოვიდნენ. ეს განსაკუთრებული იყო. ინტერს ჩვენი თამაში თავიდანვე მოვახვიეთ. არ გვინდოდა მათთვის არაფრის დათმობა. გოლი სწრაფად გავიტანეთ. ამის შემდეგ, ჩვენ აღარ გავჩერებულვართ.

ლუის ენრიკე არის მწვრთნელი, რომელსაც უყვარს ფეხბურთი, უყვარს ის, რასაც აკეთებს. მე შევიცვალე პოზიცია, მაგრამ ეს იყო პოზიცია, რომელზეც კარიერის საწყის ეტაპზე ვთამაშობდი. მე მაქვს უნარი, ძალიან სწრაფად მოვერგო სხვადასხვა პოზიციას. ენრიკემ გვითხრა, რომ არ აქვს მნიშვნელობა 1:0-ს ვიგებთ, თუ 2:0-ს, ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ ჩვენი თამაში, ერთად შევუტიოთ და ერთად დავიცვათ. ტოტენჰემთანაც ასე ვაპირებთ თამაშს.“

შეგახსენებთ, რომ უეფა-ს სუპერ თასი პარი სენ ჟერმენსა და ლონდონის ტოტენჰემს შორის 13 აგვისტოთი თარიღდება და თბილისის დროით 23:00-დან დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები