იუსუფ ნურკიჩი
Aa
Aa

არეულობა ბოსნიელთა რიგებში - ნურკიჩი მწვრთნელმა გააკრიტიკა

წლევანდელ ევრობასკეტის ჯგუფურ ეტაპზე საქართველოს ნაკრების ერთ-ერთი მეტოქე და უშუალო კონკურენტი ბოსნიის ეროვნული გუნდი იქნება, სადაც კონტინენტის პირველობის დაწყებამდე რამდენიმე კვირით ადრე, არცთუ დალაგებული ვითარებაა. ბოსნიელებმა საკონტროლო მატჩებში უსუსტესი შთაბეჭდილება დატოვეს და ჯერ სერბეთთან (89:126), ხოლო შემდეგ მონტენეგროსთან (90:102) დამარცხდნენ. ყოველივე ამის შემდეგ კი, ბოსნიელი კალათბურთელები, მათ შორის NBA-ს ერთ-ერთი ვარსკვლავი, იუსუფ ნურკიჩი გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ადის ბეჩირაგიჩმა ღიად გააკრიტიკა:

„ხავიერ კასტანიედა არ ვარჯიშობს, მან ხუთი ხუთზე თამაში მხოლოდ ორი დღის წინ დაიწყო. რაც შეეხება იუსუფ ნურკიჩს, ის ფორმაში არ არის და რომელ სირბილზეა საუბარი, ძლივს დადის. მრჩება შთაბეჭდილება, რომ მას ადაპტაცია სჭირდება გუნდთან, სადაც ორი წელია თამაშობს. უკეთ უნდა მოვემზადოთ - სერბეთთან მატჩში 18 საჯარიმო გავაფუჭეთ და ეს დიდი სირცხვილია“.

ცნობისათვის, ბოსნიის ნაკრები ევროპის ჩემპიონატს 28 აგვისტოს, ჯგუფის მასპინძელ კვიპროსთან მატჩით დაიწყებს, ხოლო საქართველოს 4 სექტემბერს, ბოლო ტურში დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მამუკელაშვილი ნაკრებს შეუერთდა - შენგელიამ შეკრება დატოვა
მამუკელაშვილი ნაკრებს შეუერთდა - შენგელიამ შეკრება დატოვა