ზურიკო დავითაშვილი
Aa
Aa

„ტოპ-მოთამაშეა და ძალიან მჭირდება“ - სენტ ეტიენის მწვრთნელი ზურიკოს არ უშვებს

სულ რამდენიმე დღეში საფრანგეთში საფეხბურთო სეზონი დაიწყება და როგორც ლიგა 1, ასევე ლიგა 2 აიღებს სტარტს. ამაში გასაკვირი არაფერია, გასაკვირი მხოლოდ ის გახლავთ, რომ ზურიკო დავითაშვილი ჯერ კიდევ „სენტ ეტიენის“ ფეხბურთელია და თუ უახლოეს მომავალში რაიმე რადიკალურად არ შეიცვალა, 24 წლის ქართველ შემტევს მომდევნო 9 თვის განმავლობაში რანგით მეორე დივიზიონში მოუწევს ასპარეზობა. არსებული ფაქტით „მწვანეების“ დამრიგებელი ეირიკ ჰორნელანდი უზომოდ გახარებულია და როდესაც დავითაშვილის ტრანსფერზე ჰკითხეს, მისგან ასეთი პასუხი მიიღეს:

„იცით, ჯერ კიდევ სახეზე ღიმილი რატომ მაქვს? იმიტომ, რომ ზურიკო დავითაშვილი არსად წასულა. ტოპ-ფეხბურთელია და როგორც ის, ასევე ბელგიელი ლუკას სტასენი უზომოდ გვჭირდება. მესმის, რომ ისინი ამბიციურები არიან და საკუთარ მომავალზე ფიქრობენ, მაგრამ დიდი იმედი მაქვს, რომ თუ დარჩებიან, სწორედ ზურიკო და ლუკასი უნდა გახდნენ „სენტ ეტიენის“ ნათელი მომავლის გარანტები“.

ცნობისათვის, საფრანგეთის ლიგა 2-ის წლევანდელ გათამაშებას „სენტ ეტიენი“ შაბათს, 16 აგვისტოს „როდეზთან“ საშინაო მატჩით დაიწყებს, თუმცა ითამაშებს თუ არა დავითაშვილი, ჯერჯერობით უცნობია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ბოიკოტი თუ ჯანმრთელობის პრობლემა? | რა თქვა სენტ-ეტიენის თავკაცმა ზურიკოზე
ბოიკოტი თუ ჯანმრთელობის პრობლემა? | რა თქვა სენტ-ეტიენის თავკაცმა ზურიკოზე