ჯეიმი კარაგერი, ალექსანდრ ისაკი
Aa
Aa

„ასეთი თანხა მხოლოდ მბაპეში უნდა გადაიხადო“ - კარაგერი ისაკის წინააღმდეგია

ალექსანდრ ისაკის გარშემო რამდენიმე კვირის წინ დაწყებულ სატრანსფერო საგას დასასრული არ უჩანს. თითქოს 25 წლის შვედი ფორვარდის „ნიუკასლიდან“ „ლივერპულში“ გადასვლას წინ აღარაფერი უნდა დადგომოდა, თუმცა ბოლო მომენტში „ჯორდებმა“ მერსისაიდელებს მიერ შეთავაზებულ 120 მილიონ ფუნტზე უარი თქვეს და განაცხადეს, რომ წამყვანი ფეხბურთელის გაშვებას მხოლოდ 150 მილიონად დათანხმდებიან. ყოველივე ამაზე საკმაოდ მძაფრი რეაქცია ჰქონდა „წითლების“ ლეგენდას ჯეიმი კარაგერს, რომელიც სატელევიზიო ექსპერტად მუშაობს და ყოფილი გუნდის შეფებს ისაკის შეძენისგან თავის შეკავება ურჩია.

ჯეიმი კარაგერი

მე როგორც „ლივერპულის“ გულშემატკივარმა, არ მსურს ჩემმა საყვარელმა კლუბმა ალექსანდრ ისაკის სანაცვლოდ ამხელა თანხა გადაიხადოს. ეს უკანასკნელი აშკარად გაღიზიანებული ჩანს, რადგან „არსენალმა“ და „ლივერპულმა“, რომლებიც მისი შეძენით სერიოზულად ინტერესდებოდნენ, ვიქტორ გიოკერეშისა და უგო ეკიტიკეს სახით, კვალიფიციური ფორვარდები დაიმატეს. თავისი ბრალია ეს ყველაფერი - არ შეეძლოთ მას და მის აგენტს „ნიუკასლისთვის“ რამდენიმე თვის წინ ეთქვათ, რომ ზაფხულში წასვლას აპირებდნენ? ასეთ შემთხვევაში მათი საქციელი დამაბნეველი აღარავისთვის იქნებოდა.

რაღა საჭიროა ალექსანდრ ისაკი? 80 მილიონად შეძენილი უგო ეკიტიკე „ლივერპულმა“ თადარიგში უნდა დასვას? თანაც, არა მგონია „ნიუკასლის“ შვედი ფორვარდი იმ დონის იყოს, რომ  მის სანაცვლოდ 150 მილიონი ფუნტის გადახდა ღირდეს. ამდენ ფულს მე პირადად მხოლოდ კილიან მბაპეში გადავიხდიდი.

ცნობისათვის, ალექსანდრ ისაკი „ნიუკასლში“ 2022 წლიდან თამაშობს და ყველა ტურნირზე გამართულ 109 მატჩში 62 გოლი გაიტანა, ხოლო შვედეთის ნაკრებში ჩატარებულ 52 შეხვედრაში თავი 16 ბურთით გამოიჩინა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
OneFootball: “მამარდაშვილმა არნე სლოტი დააფიქრა“
OneFootball: “მამარდაშვილმა არნე სლოტი დააფიქრა“