სასუოლოში გადასვლასთან ახლოსაა | რა ხდება საბა გოგლიჩიძის გარშემო
Calciomercato.com-ის ინფორმაციით, „სასუოლო'' და „ემპოლი'' საბა გოგლიჩიძის თაობაზე აქტიურ მოლაპარაკებას აწარმოებენ, მხარეები გარიგებასთან ახლოს არიან. „სასუოლოს,'' რომელსაც ფაბიო გროსო წვრთნის და სერია A-ში გასულ სეზონში აღზევდა, ახალი სეზონის წინ დაცვის ხაზის გაძლიერება სურს.
„სასუოლო'' მზადაა ქართველი მცველის სანაცვლოდ 6 მილიონი ევრო გადაიხადოს და „ემპოლის’’ 24 წლის ფორვარდი ლუკა მორო დაუთმოს. „სასუოლოს'' მმართველმა ჯოვანი კარნევალი იმედოვნებს, რომ ამ წინადადებას „ემპოლი'' დათანხმდება. „ემპოლი’’ საბას სანაცვლოდ 8 მილიონ ევროს ითხოვს, თუმცა შესაძლოა მოროს ფაქტორმა მხარეები შეთანხმებამდე მიიყვანოს.
საბა გოგლიჩიძე, რომელსაც Transfermarkt-ი 8 მილიონ ევროდ აფასებს, მიმდინარე ზაფხულში რამდენიმე კლუბს დაუკავშირეს. აქტიურობდა ესპანური „ბეტისი,'' თუმცა ახლა ტოსკანურ კლუბთან მოლაპარაკებაში მხოლოდ „სასუოლო'' და „კალიარი'' არიან.
ასევე გეტყვით, რომ „სასუოლოსთან'' ერთად სერია A-ში „კრემონეზე'' აღზევდა, კრემონულ გუნდთან ერთად ახალი სეზონისთვის 20 წლის ქართველი ნახევარმცველი დაჩი ლორთქიფანიძე ემზადება.