პეპ გუარდიოლა
Aa
Aa

რას აპირებს მანჩესტერ სიტიდან წასვლის შემდეგ - გუარდიოლას გეგმები

პეპ გუარდიოლას თქმით, „მანჩესტერ სიტიდან“ წასვლის შემდეგ, პაუზას გააკეთებს.

კატალონიელი სპეციალისტის თქმით, გადაწყვეტილი საკითხია, რომ ინგლისური კლუბიდან წასვლის შემდეგ, სამწვრთნელო კარიერას დროებით შეწყვეტს.

„არ ვიცი, რამდენ ხანს გაგრძელდება ეს პაუზა -. 1, 2, 3, 5, 10 თუ 15 წელი, მაგრამ ამ ეტაპის შემდეგ, გაჩერებას ვაპირებ, რადგან საკუთარ თავსა და სხეულზე კონცენტრირება მჭირდება. მინდა უბრალოდ გავჩერდე და ყველაფერს ჩამოვშორდე. ვფიქრობ, ახლა ჩემი გეგმა იმაშია, რომ გავჩერდე. მერე ვნახოთ, რა იქნება“, - თქვა გუარდიოლამ.

შეგახსენებთ, რომ 54 წლის პეპი „ქალაქელებს“ 2016 წლიდან წვრთნის. მას კლუბთან კონტრაქტი 2027 წლის 30 ივნისამდე აკავშირებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
პსჟ და ლილი შევალიეს ტრანსფერზე შეთანხმდნენ | ტავოლიერი
პსჟ და ლილი შევალიეს ტრანსფერზე შეთანხმდნენ | ტავოლიერი