„ამაზე თხუთმეტი წლის შემდეგ ვისაუბროთ“ - პეპი იამალი-მესის შედარებაზე
რაც უფრო შთამბეჭდავად თამაშობს ლამინ იამალი, მით უფრო მეტი ადამიანი ადარებს მას ლიონელ მესის, რაც თავად „ბარსას“ ახალგაზრდა ვარსკვლავს ჯერჯერობით არ სიამოვნებს და ამ თემასთან დაკავშირებით მუდამ თავმდაბლურ განცხადებებს აკეთებს. იამალის მსგავსად, პეპ გუარდიოლაც თვლის, რომ ლამინის „ელ მონგოლიკოსთან“ შედარება ჯერჯერობით ძალიან ადრეა, რასთან დაკავშირებითაც ერთ-ერთი სპორტული მედიისთვის ინტერვიუში მოკლედ, მაგრამ ძალიან საინტერესოდ ისაუბრა.
პეპ გუარდიოლა
როგორც ჟურნალისტებთან, ასევე გულშემატკივრებთან ერთი თხოვნა მექნება - მიეცით ლამინს საშუალება თავისი გზით იაროს. როდესაც ის თხუთმეტი წლის განმავლობაში ასეთივე დონეზე იასპარეზებს, მხოლოდ ამის შემდეგ დავიწყოთ მისი ლიონელ მესისთან შედარება, თორემ ახლა მსგავსი საუბრები იგივეა, დამწყები მხატვარი ვან გოგის გვერდით რომ დააყენო“.
ამავე ინტერვიუში პეპს ჰკითხეს, დაბრუნდება თუ არა ოდესმე „ბარსელონაში“, რაზეც მისგან უარყოფითი პასუხი მიიღეს, რადგან მთავარი მწვრთნელის ამპლუაში ამის გაკეთება გუარდიოლამ გამორიცხა და იქვე დაამატა, რომ კლუბის პრეზიდენტის სავარძელი მისთვის კომფორტის ზონა არასოდეს იქნება.