ალექს პერეირა, ჩეილ სონენი, მაგომედ ანკალაევი
Aa
Aa

„დროის ფუჭი კარგვაა“ - სონენი ანკალაევი-პერეირას ბრძოლაზე

თბილისის დროით 5 ოქტომბერს, გამთენიისას, ლას-ვეგასში UFC 320-ის მთავარი მოვლენა ქვემძიმე წონითი დივიზიონის საჩემპიონო ჩხუბი იქნება, სადაც მოქმედი ჩემპიონი მაგომედ ანკალაევი ტიტულის დაცვას ალექს პერეირასთან შეეცდება. ბევრი თვლის, რომ „პო ატანი“ ამჯერად მაინც შეძლებს დაღესტნელისთვის სერიოზული პრობლემების შექმნას, თუმცა UFC-ის ყოფილ მებრძოლს ჩეილ სონენს, რომელიც ამჟამად ანალიტიკოსად მუშაობს, აბსოლუტურად განსხვავებული მოსაზრება აქვს.

რას ამბობს სონენი

ალექს პერეირა მაგომედ ანკალაევის დამარცხებას ამჯერადაც ვერ მოახერხებს, ეს უბრალოდ ფაქტის კონსტატაციაა. მათ უკვე იჩხუბეს და ამ ბრძოლაში მე პირადად ვერაფერი დავინახე ისეთი, რაც მაფიქრებინებდა, რომ განმეორებით ჩხუბში რაიმე რადიკალურად შეიცვლებოდა. აბა რა უნდა ქნას პერეირამ? მის ადგილზე მძიმე წონაში ავიდოდი, რადგან ბრაზილიელის ტომ ასპინალთან დაპირისპირება საოცარი სანახაობა იქნებოდა.

ცნობისათვის, 5 ოქტომბერს, ანკალაევი-პერეირას საჩემპიონო ჩხუბის დაწყემადე, კიდევ ერთი სატიტულო შეხვედრა გაიმართება, რომლის მონაწილეც ქართველი იქნება - სუპერმსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონი მერაბ დვალიშვილი კარიერაში პირველად ამერიკელ კორი სენდჰეგენს შეხვდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ამჯერად ნოკაუტი ელის“ - ანკალაევი პერეირას ემუქრება
„ამჯერად ნოკაუტი ელის“ - ანკალაევი პერეირას ემუქრება