გიორგი გაგუა, დუნაისკა სტრედა
Aa
Aa

ოფიციალურად - გიორგი გაგუა კარიერას სლოვაკეთში გააგრძელებს

გიორგი გაგუა კარიერას სლოვაკეთში, „დუნაისკა სტრედაში“ გააგრძელებს. ინფორმაცია ამის შესახებ კლუბის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

ქართველი ფორვარდი „დუნაისკა სტრედასთან“ კონტრაქტს 3+1 სქემით გააფორმებს. გიორგი თბილისის „დინამოს“ აკადემიის აღზრდილია, 2019 წლიდან „ალავესის“ ასაკობრივ გუნდებში თამაშობდა, 2022-2023 წლების სეზონი კი იჯარით „რეალ უნიონში“ გაატარა, რის შემდეგაც 2024 წლის ზაფხულში ხორვატიულ „ისტრას“ შეუერთდა.

ხორვატიაში გაგუამ 30 მატჩში 3 გოლი გაიტანა და 3 საგოლე პასი მიითვალა. გიორგის საქართველოს 17, 19 და 21 წლამდე ნაკრებებში უთამაშია, ივნისის ამხანაგურ მატჩებისთვის ეროვნულ ნაკრებშიც იყო გამოძახებული, თუმცა ორივე შეხვედრაში სათადარიგოთა სკამზე დარჩა. „დუნაისკა სტრედაში“ გაგუა 29-ნომრიანი მაისურით ითამაშებს.

გიორგი გაგუა:

„ჩემთვის დიდი პატივია ამ კლუბში გადმოსვლა. ყველამ თბილად მიმიღო და მზადაა, ნებისმიერი პრობლემა მომიგვაროს. კლუბის შესახებ გარკვეული ინფორმაცია ჩემი თანამემამულე ცოტნე კაპანაძისგან მივიღე, რომელიც აქ რამდენიმე თვის წინ გადმოვიდა და ყველაფერში, რაც მან მითხრა ინფრასტრუქტურისა და პირობების შესახებ, საკუთარი თვალითაც დავრწმუნდი. გუნდს დიდი პოტენციალი აქვს და მინდა, დასახული მიზნების მიღწევაში ჩემი წვლილი შევიტანო“.

„დუნაისკა სტრედას“ აღმასრულებელი დირექტორი იან ვან დალე:

„გიორგი ისეთი ტიპის ფეხბურთელია, როგორსაც ვეძებდით - თანამედროვე, ფიზიკურად ძლიერი ფორვარდი, რომელსაც კარგი ტექნიკა აქვს. მისი გამოყენება რამდენიმე ტაქტიკურ სქემაში შეიძლება. გიორგი მხოლოდ 23 წლისაა, თუმცა უკვე აქვ მნიშვნელოვანი გამოცდილება ესპანეთში, ხორვატიაში და საქართველოს ეროვნულ ნაკრებში თამაშის მხრივ. ის ფოკუსირებულია, სწორი სამუშაო მიდგომით და მოედანზე ამბიციურობით გამოირჩევა - ეს თვისებები კარგად ერწყმის ჩვენი კლუბის ხედვას. გვჯერა, რომ გიორგის შეუძლია, ჩვენი გუნდისთვის მნიშვნელოვან ფიგურად იქცეს“.

 

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
მიქაუტაძე წასვლას არ აპირებს | მისი გაშვება არც ფონსეკას გეგმებში შედის
მიქაუტაძე წასვლას არ აპირებს | მისი გაშვება არც ფონსეკას გეგმებში შედის