გიორგი ჩაკვეტაძე
Aa
Aa

ჩაკვეტაძე ვალენსიაში კვლავ გააქტიურდა - „ღამურები“ შეთავაზებას ამზადებენ

საქართველოს ნაკრებისა და „უოტფორდის“ შემტევის, გიორგი ჩაკვეტაძის „ვალენსიაში“ შესაძლო ტრანსფერი კვლავ აქტუალური ხდება.

ცოტა ხნის წინ, ცნობილმა ესპანელმა სატრანსფერო ჟურნალისტმა, ექტორ გომესმა დაწერა, რომ „ღამურები“ ქართველი ფეხბურთელის ტრანსფერს მიუბრუნდნენ და ჩაკვეტაძის გარემოცვასაც დაუკავშირდნენ.

ამის შესახებ კიდევ ერთი ჟურნალისტი, ჟოელ ტატაიც წერს, რომელიც ამბობს, რომ ჩაკვეტაძის „ვალენსიაში“ გადაყვანა პირადად კარლოს კორბენანს უნდა და იმედი აქვს, რომ ქართველი ფეხბურთელის დარწმუნებაში თავის წვლილს გუნდის ყოფილი მეკარე, გიორგი მამარდაშვილიც შეიტანს.

შეგახსენებთ, რომ გიორგი ჩაკვეტაძე „უოტფორდში“ 2024 წლიდან თამაშობს და კლუბის მაისურით ჩატარებულ 73 შეხვედრაში 3 გოლი გაიტანა და 9 საგოლე გადაცემა შეასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები