ლუის დიასი
Aa
Aa

ბაიერნი მზადაა, რომ დიასში 80 მილიონამდე ევრო გადაიხადოს

„ბაიერნი“ ლუის დიასთან დაკავშირებით გაუმჯობესებული შეთავაზების გაკეთებას აპირებს. 

მანამდე ცნობილი გახდა, რომ „ლივერპულმა“ კოლუმბიელი ვინგერის, 67,5 მილიონ ევროდ გაყიდვაზე უარი თქვა.

Givemesport-ის კორესპონდენტისა და TalkSport-ის კომენტატორის, ბენ ჯეიკობის ინფორმაციით, მიუნხენელები „წითლებს“ ახალი წინადადებით მიმართავენ  და მზად არიან, რომ დიასში 80 მილიონამდე ევრო გადაიხადონ.

შეგახსენებთ, რომ გასულ სეზონში ლუისმა პრემიერ ლიგის 36 მატჩში, 13 გოლი გაიტანა და 5 საგოლე გადაცემა გააკეთა. Transfermarkt-ზე 28 წლის ფეხბურთელის საბაზრო ღირებულება 70 მილიონი ევროა.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
სლოვანის გამარჯვება ჩემპიონთა ლიგაზე | გურამ კაშიას კარგი მატჩი
სლოვანის გამარჯვება ჩემპიონთა ლიგაზე | გურამ კაშიას კარგი მატჩი