თორნიკე შენგელია
Aa
Aa

„აქ ტიტულების მოსაგებად ვარ ჩამოსული“ - შენგელიას პირველი კომენტარი

საქართველოს კალათბურთელთა ნაკრების კაპიტანი თორნიკე შენგელია რამდენიმეწლიანი პაუზის შემდეგ ესპანეთის ჩემპიონატში დაბრუნდა - 33 წლის ქართველმა მძიმე ფორვარდმა ლიგა ენდესას და მთლიანად ევროპული კალათბურთის ერთ-ერთ გრანდთან, „ბარსელონასთან“ 3-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. ოფიციალური წარდგენის შემდეგ კი, თოკომ კლუბის ოფიციალური ვებ-გვერდისთვის საინტერესო კომენტარი გააკეთა

თორნიკე შენგელია

„ბარსელონა“ მსოფლიოს საუკეთესო კლუბია და მის საფეხბურთო გუნდს ყოველთვის ვქომაგობდი. ასევე ძალიან მინდოდა „ბლაუგრანას“ საკალათბურთო გუნდის ნაწილი გავმხდარიყავი და აქ ყოფნით უზომოდ ბედნიერი ვარ. „ბარსას“ გულშემატკივრებს ვეტყვი, რომ აქ ტიტულების მოსაგებად ჩამოვედი, თუმცა ბევრი საუბარი არ მიყვარს და ვეცდები ეს ყველაფერი პარკეტზე დავამტკიცო.

ცნობისათვის, გასული სეზონი თორნიკე შენგელიასთვის კარიერაში ერთ-ერთი საუკეთესო გამოდგა - ის ბოლონიის „ვირტუსთან“ ერთად იტალიის ჩემპიონი გახდა და „ბრეშასთან“ ფინალური სერიის MVP გახდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
საქართველოს ეროვნული ნაკრების გაფართოებული შემადგენლობა ევრობასკეტისთვის ცნობილია
საქართველოს ეროვნული ნაკრების გაფართოებული შემადგენლობა ევრობასკეტისთვის ცნობილია