სახლში უგონოდ იპოვეს - გასკოინი ცუდად გახდა
პოლ გასკოინისა და მისი ცხოვრების წესის შესახებ ფეხბურთის გულშემატკივარს არაფრის შეხსენება არ სჭირდება - რომ არა საოცარი უდისციპლინობა და სასმელისადმი გადამეტებული სიყვარული, უნიჭიერესი ინგლისელი ფეხბურთელი სპორტის ნომერ პირველ სახეობაში საკუთარ კვალს აუცილებლად დატოვებდა. ყველაზე ცუდი ის არის, რომ „გაზა“ სხვადასხვა კლინიკებში მკურნალობის რამდენიმე კურსის გავლის მიუხედავად, როგორც ჩანს, ჯერჯერობით ძველ ჩვევებს ვერ იშლის, რის გამოც შეუძლოდ ხშირად ხდება.
დღეს დილით გავრცელდა ინფორმაცია, რომ გასკოინი საკუთარ სახლში უგონო მდგომარეობაში იპოვეს, რის გამოც მაშინვე სასწრაფო დახმარება გამოიძახეს და საავადმყოფოში გადაიყვანეს. ვეტერანი ინგლისელი ფეხბურთელი თავდაპირველად ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში იმყოფებოდა, თუმცა ბოლო ცნობებით პალატაში გადაიყვანეს და მის სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება. ცუდად გახდომის მიზეზი არ ხმაურდება, მაგრამ ძნელი მისახვედრი ნამდვილად არ არის, რომ პოლს ამჯერადაც ალკოჰოლის გადაჭარბებული დოზა მიიღო.
პოლ გასკოინს კარიერის მანძილზე ერთხელ ინგლისის ასოციაციის თასი, ორჯერ შოტლანდიის ჩემპიონატი, ხოლო თითოჯერ ამავე ქვეყნის თასი და ლიგის თასი აქვს მოგებული.