დღე, როცა გასკოინმა მსაჯი გააფრთხილა, არბიტრმა კი მისი ხუმრობა ვერ დააფასა და პოლს ყვითელი უჩვენა
Aa
Aa

დღე, როცა გასკოინმა მსაჯი გააფრთხილა, არბიტრმა კი მისი ხუმრობა ვერ დააფასა და პოლს ყვითელი უჩვენა

1995 წელს, ზუსტად ამ დღეს, შოტლანდიის ჩემპიონატის ეგიდით, გლაზგოს „რეინჯერსი“ „ჰიბერნიანს“ დაუპირისპირდა და მეტოქე 7:0 დაამარცხა. გამანადგურებელი ანგარიშის მიუხედავად, ეს შეხვედრა ფეხბურთის ქომაგების მეხსიერებაში საერთოდ სხვა მიზეზის გამო დარჩა.

მატჩის მიმდინარეობისას, მთავარ არბიტრს, დუგი სმიტს ბარათი დაუვარდა, რომელიც გასკოინმა იპოვა და მსაჯს გაეხუმრა. ბარათის დაბრუნებამდე, „გაზამ“ ჩვეულ სტილში იმოქმედა და სმიტს ხუმრობით ყვითელი უჩვენა.

შოტლანდიელ რეფერის საქმე სახუმაროდ არ ჰქონდა. მან გასკოინს ბარათი გამოართვა და პასუხი დაუბრუნა. სმიტმა „რეინჯერსის“ ფეხბურთელი გააფრთხილა, რაც „გაზას“ ძვირად დაუჯდა. ეს ბარათი პოლისთვის იმ სეზონში მე-5 ყვითელი გამოდგა და მან 2-მატჩიანი დისკვალიფიკაცია მიიღო. იმის გამო, რომ სმიტს იუმორის გრძნობა არ აღმოაჩნდა და „გაზას“ ხუმრობა ვერ დააფასა, გასკოინი იძულებული გახდა, „სელტიკთან“ გამართული დერბისთვის თვალი ტრიბუნებიდან ედევნებინა.

სხვათა შორის, ის სეზონი გასკოინისთვის საკმაოდ წარმატებული იყო და „რეინჯერსმა“ ოქროს დუბლი შეასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
კრასნოდარი მზადაა ირაკლი აზაროვის სანაცვლოდ 2 მილიონი ევრო გადაიხადოს
კრასნოდარი მზადაა ირაკლი აზაროვის სანაცვლოდ 2 მილიონი ევრო გადაიხადოს