მოიკანო თოფურიაზე: სიგიჟეა, რაც მან მაქსს გაუკეთა
UFC-ის მსუბუქი წონითი დივიზიონის მებრძოლი რენატო მოიკანო მიიჩნევს, რომ ილია თოფურია სრულიად სხვა დონეზეა.
„UFC 318-ის მერე, ხვდებით, რამდენად კარგია ილია თოფურია? წარმოუდგენელია, რაც მან მაქსის, ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო მებრძოლის, წინააღმდეგ გააკეთა“, - დაწერა მოიკანომ სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, რომ ილია თოფურია და მაქს ჰოლოუეი ერთმანეთს გასული წლის ოქტომბერში დაუპირისპირდნენ. „ელ მატადორმა“ მაქსი დაამარცხა და ჩემპიონის ტიტული შეინარჩუნა.
გეტყვით ასევე, რომ UFC 318-ზე, ჰოლოუეიმ დასტინ პორიე მსაჯთა ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დაამარცხა და BMF-ის ქამარი წარმატებით დაიცვა.