ილია თოფურია, ჯეკ დელა მადალენა
Aa
Aa

„პატარა ბიჭი ცოტა დაბნეულია“ | დელა მადალენა ილიას სიტყვებს გამოეხმაურა

UFC 320-ის მთავარი მოვლენა დასტინ პორიესა და მაქს ჰოლოუეის დაპირისპირება გახლდათ. „ბრილიანტმა“ და „დალოცვილმა BMF-ის სიმბოლური საჩემპიონო ქამრისთვის იბრძოლეს და ჰოლოუეიმ ტიტული შეინარჩუნა.

მაქსმა მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით იმარჯვა და მის წარმატებას ილია თოფურია გამოეხმაურა, რომელმაც იგი დაანოკაუტა. „ელ მატადორმა“ სოციალურ ქსელში BMF-ის საჩემპიონო ქამრის რეპლიკის ფოტო გამოაქვეყნა და წარწერა დაურთო: „ისევ ჩემია.“

თოფურიას სიტყვებზე კომენტარი UFC-ის ქვესაშუალო წონითი დივიზიონის ჩემპიონმა, ჯეკ დელა მადალენამ გააკეთა. მან ილიას უპასუხა და თქვა: „პატარა ბიჭი ცოტათი დაბნეულია. რეალურად, ეს ქამარი მე მეკუთვნის.“

შეგახსენებთ, რომ დელა მადალენამ საჩემპიონო ბრძოლაში ბელალ მუჰამედს მოიგო და საჩემპიონო ქამარს დაეუფლა. პრაქტიკულად გადაწყვეტილია, რომ მადალენა მომვდევნო ჩხუბს ისლამ მახაჩევის წინააღმდეგ გამართავს.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
ფლუმინენსეს მეკარემ მსოფლიო რეკორდი დაამყარა
ფლუმინენსეს მეკარემ მსოფლიო რეკორდი დაამყარა