ლიონელ მესი
Aa
Aa

მინიმუმ 5-ჯერ ზედიზედ ორი წელი - მესის მორიგი რეკორდი

ასაკის მატებასთან ერთად, ლიონელ მესისთვის თითოეული მატჩი დასამახსოვრებელია, რადგან ლეგენდარული არგენტინელი ფეხბურთელი კვლავაც უმაღლეს დონეზე თამაშობს და სხვადასხვა რეკორდებს ამყარებს. ასე მოხდა ამჯერადაც, როდესაც „ინტერ მაიამიმ“ MLS-ის მორიგ ტურში „ნიუ-იორკ რედ ბულსი“ (1:5) სტუმრად დიდი ანგარიშით დაამარცხა, ხოლო „ელ მონგოლიკომ“ დუბლის შესრულებასთან ერთად, აქტივში საგოლე პასი ჩაიწერა.

წარმატებული ასპარეზობა მესის სათანადოდ დაუფასეს და ტურის საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს - ეს ტიტული მან მიმდინარე სეზონში მეექვსედ მიიღო და გახდა პირველი მოთამაშე ამერიკის უმაღლესი ლიგის ისტორიაში, რომელსაც ტურის MVP-ის პრიზი არასრულ ორ წელიწადში თერთმეტჯერ გადასცეს. აქამდე 10-10 პრიზით ამ მხრივ საუკეთესოები ჯეისონ კრეისი და კარლოს ველა იყვნენ.

ცნობისათვის, ლიონელ მესიმ მიმდინარე სეზონში MLS-ში გამართული 21 ტურიდან მონაწილეობა თვრამეტში მიიღო და მის ანგარიშზე უკვე 18 გოლი და 10 საგოლე პასია.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები
    ასევე დაგაინტერესებთ
    დუბლი და საგოლე პასი - მესიმ ნიუ-იორკთან გაიბრწყინა
    დუბლი და საგოლე პასი - მესიმ ნიუ-იორკთან გაიბრწყინა