კრიშტიანუ რონალდუ, ლიონელ მესი
Aa
Aa

კრიშტიანუს ისევ გაუსწრო - ლეო გოლებით დაწინაურდა

უკანასკნელი ოცი წლის განმავლობაში ფეხბურთს ლიონელ მესისა და კრიშტიანუ რონალდუს დაპირისპირება ალამაზებს - მართალია ამჟამად არც ერთი და არც მეორე ევროპაში აღარ თამაშობს, მაგრამ ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საუდის არაბეთში ძველებური შედეგიანობით გამოირჩევიან და ყველას აინტერესებს, რომელი მათგანი გოლთა რა მარაგით დაასრულებს საფეხბურთო კარიერას.

ამჯერად შეიძლება ითქვას, რომ „ელ მონგოლიკოს“ ჯერი იყო და არგენტინელმა პორტუგალიელს ერთ კომპონენტში გაუსწრო. MLS-ის მორიგ ტურში, სტუმრად „ნიუ-იორკ რედ ბულსთან“ (1:5) მოგებულ შეხვედრაში შესრულებული დუბლის შემდეგ, მესის პენალტების გარეშე კარიერაში 764 გოლი დაუგროვდა, რის შემდეგაც კრიშტიანუს (763) ერთი ბურთით გაუსწრო. თერთმეტრიანების ჩათვლით რონალდუს ანგარიშზე 938 (1281 შეხვედრაში), ხოლო ლეოს აქტივში 874 გოლია (1114 მატჩში).

სოლიდურ ასაკში ყოფნის მიუხედავად, 38 წლის ლიონელ მესი წელსაც მშვენივრად გამოიყურება და „ინტერ მაიამის“ რიგებში გამართულ 18 მატჩში თავი 18 გოლითა და 10 საგოლე პასით გამოიჩინა.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
გულშემატკივრების აღიარება - რონალდუ სეზონის საუკეთესოდ დასახელდა
გულშემატკივრების აღიარება - რონალდუ სეზონის საუკეთესოდ დასახელდა