ლიონელ მესი, ინტერ მაიამი
Aa
Aa

დუბლი და საგოლე პასი - მესიმ ნიუ-იორკთან გაიბრწყინა

MLS-ის მორიგ ტურში ინტერ მაიამი ნიუ-იორკ რედ ბულსს ესტუმრა და 5:1 გაანადგურა. ამ გამარჯვებაში ყველაზე დიდი წვლილი ლიონელ მესიმ შეიტანა, რომელიც საოცარ ფორმაშია.

ანგარიში მე-14 წუთზე მასპინძლებმა გახსნეს. თავი ჰაკმა გამოიჩინა. 24-ე წუთზე წონასწორობა ჟორდი ალბამ აღადგინა. ამ გოლში პრე ასისტი მესიმ მიითვალა.

ზუსტად 3 წუთში საგოვიამ ლეოს პასით ინტერ მაიამი წინ გაიყვანა. მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში საგოვიამ დუბლი გაიფორმა და პირველი ტაიმი დევიდ ბექჰემის გუნდმა 3:1 მოიგო.

მეორე ნახევარში კი მესის ჯერი დადგა. არგენტინელმა სუპერვარსკვლავმა ჯერ მე-60 წუთზე გაიტანა, ხოლო დუბლი 75-ე წუთზე შეასრულა.

ამ გამარჯვების შემდეგ, ინტერ მაიამის 41 ქულა დაუგროვდა და სატურნირო ცხრილში მე-5 პოზიციაზე იმყოფება, თუმცა სხვა გუნდებზე 3 მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
Sport Mediaset: აგენტი დუმფრისის თაობაზე ბარსელონას წარმომადგენლებს შეხვდა
Sport Mediaset: აგენტი დუმფრისის თაობაზე ბარსელონას წარმომადგენლებს შეხვდა