მაკელელე: რაც რეალში ხდება, მსგავს რამეს ბარსელონასა და პსჟ-ში ვერ ნახავთ
კლოდ მაკელელეს აზრით, „რეალში“ ზეწოლა უფრო მაღალია, ვიდრე „ბარსელონაში“, ან ევროპის ნებისმიერ სხვა კლუბში.
– როგორ შეიძლება გუნდმა გააუმჯობესოს თამაში და გამოსწორდეს სუსტი სეზონის შემდეგ?
„აუცილებელია, რომ სეზონში დაშვებული შეცდომებისგან სწორი დასკვნები გამოიტანონ“.
– რას გულისხმობთ შეცდომებში?
„შეცდომა ის იყო, რომ ტიტული ვერ მოიგეს. მადრიდში ასეთი ვარიანტი არ არსებობს. შენ ვალდებული ხარ, ითამაშო კარგი ფეხბურთი და მოიგო ტიტულები. ეს არ არის იგივე, რასაც ბარსელონაში ან პსჟ-ში გთხოვენ“.
– ანუ არ ფიქრობთ, რომ ბარსელონა ამ სეზონში შესანიშნავ ფეხბურთს თამაშობდა?
„არა, მე მოთხოვნების დონეზე ვსაუბრობ. არსად არის ზეწოლა ისეთი მაღალი, როგორც რეალში. იგივე რომ ყოფილიყო ბარსაში, სხვაობას საკუთარი თვალით ნახავდით.
თუმცა უნდა ითქვას, რომ ბარსელონაც სერიოზულად განვითარდა. ჰანსი ფლიკმა უდიდესი სამუშაო გასწია, როგორც დეკუმ და ლაპორტამ. ჩავისაც მიუძღვის წვლილი ამ პროგრესში“.
– განაცხადა მაკელელემ.